მოგეხსენებათ, დღეს, 16 იანვარს, ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან დამარცხდა.

ქართველმა ათლეტმა რვაკუთხედში მძიმე დაზიანებები მიიღო, მოგვიანებით კი "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს მიმართა:

"არიყო ჩვენი დღე, რავუყოთ, არ გამოგვივიდა, რა გითხრათ... ახლა ლას ვეგასის საავადმყოფოში გამომიშვეს, ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული: ცხვირი მოტეხილი, თვალის ძვალი გატეხილი და ტვინში მაქვს სისხლჩაქცევა, ამიტომ აკვირდებიან, ცოტახანი აქედან არ გამიშვებენ, უნდა დამაკვირდნენ, რომ ტვინში სისხლჩაქცევები არ გაგრძელდეს, თორემ მერე შეიძლება თავის ოპერაციაც დამჭირდეს, დიდი ალბათობით ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა და როგორც, გული ძალიან მაქვს გატეხილი, განსაკუთრებით იმით, რომ რასაც შეგპირდით ვერ აგისრულეთ, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღე ამ ჩხუბიდან, იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ რაც მომივიდა.

პირველი რაუნდი მემგონი კარგი იყო, თავს ისე ვგრძნობდი რომ არვიცი... ცოტა ვიჩქარე, ადრენალინმა იჭარბა, ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა, სიჩქარე მიყვარდა, ემოციებს ვერ ვთოკავდი და ფაქტიურად დღესაც ანალოგიური მომივიდა, რაც არ არის სწორი, მითუმეტეს ისეთი სპორტსმენისგან, როგორიც მე ვარ და რამხელა გამოცდილებაც მაქვს, ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდე, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. შემდეგზე ამ შეცდომას ნამდვილად აღარ დავუშვებ, ისე ვგრძნობ თავს 10-ჯერ რომ მაგ ბიჭთან მაჩხუბონ 1-ს თუ მოიგებდა და ის ერთიც ეს იყო მაგისთვის, რას ვიზამ, რაც იყო იყო, გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან კარგი სვლა მქონდა, ფაქტიურად დასახულ მიზნამდე ახლოს ვიყავი, მაგრამ ამაზე უფრო რთული რაღაცეები მქონია და ერთი წამით არ გეგონოთ, რომ აქ დავნებდები! ათჯერ და ასჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები, ცოტა გამოვჯანმრთელდე, ტრავმებს მივხედავ და მერე გაჩვენებთ რაც მოხდება და როგორც, ქართული სული უტეხია.

არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ მე გავერთე, მიყვარს ჩემი საქმე, ვგიჟდები იმაზე რასაც ვაკეთებ. არ გამოვიდა ის, რასაც ვგეგმავდი და რაც თქვენთვის მინდოდა, ამას უკეთესობისკენ შევცვლი და მომავალში უფრო მაგრად დაგიბრუნდებით, საავადმყოფოში ჩხუბის მერე რაც მომიყვანეს იმის მერე აქ ვარ, ალბათ დღეს აქ გავჩერდები.

ძალიან მიყვარხართ, ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, გული მწყდება იქიდან ვერ მოგილოცეთ ძველით ახალი წელი, როგორც მჩვევია ჩხუბის მერე ინტერვიუებით, საქართველოს დროშის დღე, ბევრი კარგი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ აქედან მიწევს. ყველაფერი მაგრად იქნება, მიყვარხართ და მალე დაგიბრუნდებით" - განაცხადა გიგამ.

შეგახსენებთ, ჩვენებური ამერიკელ მებრძოლთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

გიორგი
კატარი სერიოზული მებრძოლია, ჯერ არავის არ დაუნოკაუტებია. კარგი გამოცდილება იქნება გიგასთვის. ძალიან გული დამწყდა, მაგრამ როგორც ბაქიბუქონდა გიგა რომ ამას ვიზავ და იმას ვიზავ და დავანოკაუტებ არ გამოუვიდა. ჩემი აზრით სპორცმენი ასეთ პროგნოზებს არ უნდა აკეთებდეს და დღევანდელ UFC-ს ამ სულელურ ტრენდ არ უნდა აყვეს ყველა რო ენას ატლიკინებს წინ და უკან მატჩამდე. მაკგრეგორის არ იყოს... გიგა, მაგარი სპორცმენი ხარ და იმედია, რომ უკეთესი იქნები. წარმატებები!
კახა
ვეთანხმები პირველი სერიოზული მეტოქე ყავდა და გამოჩნდა რეალურად რა შეუძლია პირველი და უმთავრესი მეორე ნომრად საერთოდ არ ვარგა ვერაფერი კონტრშეტევა ვერ განახორციელა და თითქმის გაჩერდა მოკლედ ბევრი შრომა ჭირდება მეტოქემ შეასრულა რაც Yქვა ჭკუით მოუგო ასეა მარტო ფიზიკურობა არ შველის ყველაფერს ჭკუა სჭირდება მიუხედავად ყველაფრის ქართველი გულშემატკივარი გვერდში გიდგას გული არ გაიტეხო სწორი დასკვნა ეს უკვე წარმატებაა საკუთარი პლიუსების უფრო მეტად გამოყენება კლინჩში მეტი მუშაობა
სოსო
გიგა თვითონვე ამბობდი,რომ თუ მეტოქე შეცდება,დავაფინიშებო.სამწუხაროდ პირველად შენ შეცდი და მეტოქეც მაგარი ბიჭი იყო.გულს ნუ გაიტეხ,ერთი წაგება გაცილებთ მეტს გასწავლის,ვიდრე 10 გამარჯვება.ამ ბრძოლითაც დაამტკიცე,რომ ნამდვილი ვაჟკაცი ხარ და დარწმუნებული ვარ,უფრო ძლიერი დაბრუნდები.მთავარია ჯანმრთელობა სრულად დაიბრუნო და ფორმაც აღიდგინო.მერე კი,ყველაფერი ჯერ წინ გაქვს და მიზანსაც მიაღწევ!ჯერ სწრაფ გამოჯანმრთელებას,შემდეგ კი უკვე დიდ გამარჯვებებსაც გისურვებ.წელიწადი ცუდად დაიწყე,მაგრამ მთავარია წლის ბოლოს სად იქნები.მჯერა,რომ წლის ბოლოს კიდევ უფრო მაღალ რანგში იქნები.წარმატებები.
1
ეს იყო პირველი სერიოზული მოწინააღმდეგე. მაგრად იბრძოლა მაგრამ ეს იყო პირველი ნამდვილი მოწინააღმდეგე მანამდე კანფეტები ყავდა სულ
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
[VIDEO] ჩიმაევის პირველი მარცხი კარიერაში - შონ სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ჭიკაძის მარცხი - მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს