მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა ებრძოლათ, თუმცა დაპირისპირება ვერ შედგა, რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაემართა, ხოლო ქართველმა ახალ მეტოქესთან, ჩარლს ჟორდენთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ექიმებმა წონის კლების შეწყვეტა მოთხოვეს.

სოციალურ ქსელში ათლეტები ერთმანეთს ღიად უპირისპირებოდნენ, რამაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობაც გამოიწვია. რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით ქართველ ხალხს მიმართა:

"გამარჯობა, გენაცვალე! საყვარელო ქართველებო! ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ, ქართველი ერი უდიდეს პატივს ვცემ! საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდა! ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისათვის ყოველთვის ღიაა!"

შეგახსენებთ, რუსმა ათლეტმა UFC-ის ხელმძღვანელობას ილიას ბრძოლის მარტში ჩანიშვნა შესთავაზა, ყველაფერს დრო გაარკვევს

ინკვიზიტორი
ისე კი, რომ იცოდე, ინგუშებს თავისი დროშაცა აქვთ!!!
მგელუკა
ინგუშები ჩენი ძმები არიან. ყველაზე დასაფასებელი კავკასიელები ჩემთვის, თავიანთი ჩვენდამი დამოკიდებულებების გამო. რაც შეეხება ამ ვაჟკაცს: თვითონ დაიწყო კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო?! - ღირსეულად უნდა გაცე პასუხი ყველას და არა მისივე შეცდომები გამიმეორო.
წუა
თავიდან ევლოევმა დაიწყო ბლატაობა, ილიას ჩვარი უწოდა! ამიტომ შესაბამისი პასუხიც მიიღო ილიასაგან.
ზაზა
რატო ბლატაობს ეს თოფურია ამდენს და ასე წინასწარ,რო გაიგდოს ამ რუსმა ახლა მერე რას იტყვის ? პატივისცემით უნდა მოეკიდო ყველა სპორტში ნებისმიერ მეტოქეს.თორე თუ გაგიგდებს წიხლქვეშ მერე საათქმელიც არაფერი გექნება
sul2
გიგამ თვითონ დაიწყო და ზედმეტი მოუვიდა, ილიას რაც შეეხება თვითონ არ დაუწყია, მაგრამ მაინც ზედმეტი მოუვიდა. დვალიშვილი არის უფს-ში მაგალითი იმის, რომ შეიძლება შეინარჩუნო ღირსება, ვაჟკაცობა და ქართული გეკავოს. არ შეგვფერის ქართველებს ტრიბაჩი და ყოყლოჩინობა.
გეკა
ყველა კავკასიელი ერი ჩვენი მონათესავეა. ერთ ჰაფლოჯგუფზე ვართ აღმოცენებული ადიღე-ჩერქეზები (აფხაზების და ყაბარდოელების ჩათვლით), დვალ-ოსები, ნახები (ჩეჩენ-ინგუშები) და დაგები (ლეზგინები, ავარები, ლაკები) ჩვენი დაკარგული ძმებია. ყარაჩაელები, ბალყარელები, დიდწილად აზერები და აღმოსავლეთის თურქებიც მართალია არაკავკასიურ ენებზე ლაპარაკობენ, მაგრამ გენეტიკა დიდწილად ჩვენებური აქვთ. თუმცა ერთი პრობლემაა რამაც დაგვაშორა, მათ ჩვენგან განსხვავებით თავიანთი რელიგია დააგდეს და მუსულმანურ წესზე გადავიდნენ, გვებრძოდნენ ჯერ თურქებთან ერთად და ახლა რუსებთან ერთად გვებრძვიან. მაინც ჩვენი ძმები არიან და ვაპატიებთ ყველაფერს, იმედია გონზე მოვლენ.
ლაშა-გიორგი
აი კაცური საქციელი! აი კავკასიური ღირსება! რა გჭირთ თქვენ რა კვეხნა და თრეშ თოკი თუ რაღაც ჯანდაბა აგიტყდათ. არ დაივიწყოთ ვისი გორისა ხართ!!!
გოჩა
ევლოევი ისეთივე რუსია როგორც მე ჩინელი,კაცმა კაცურად გვითხრა,რომ გვაფასებს და მეც ვაფასებ ინგუშებს,მართლაც,რომ ჩვენი მეგობარი ერია,რომელ ქართველს მოგვწონდა როდესაც.საბჭოთა კავშირის დროს ყველას რუსებს გვეძახდნენ,სტატიის ავტორს ის თუ არ იცი,რომ რუსეთი ფედერაციული რესპუბლიკა არის,ერთ ერთი რესპუბლიკა არის ინგუშეთის რესპუბლიკა და ინგუში არ არის რუსი,ევლოევი კი კარგი კაცი ყოფილა,ვენაცვალე ინგუშებს.
ფერნანდო
ღირსეული მოქცევაა, პატივისცემას იმსახურებს!
გეგი
გენაცვალე მოვსარ ჯიგარი ხარ! ingushi nashi bratia i siostri,mi vsegda privetstvuem vas.vsegda dobro pojalovat knam!
ზაზა
მაგას უცხოელების გასაგებად ამბობენ, სადაც ვაჟკაცობას სულ სხვა რაკურსით უყურებენ.
სხვა რამე
ხო, ვალდებულები არიან ერთმანეთს ისეთივრამეები ელაპარაკონ რომ თითქოს გრადუსიბაწიონ, მარკეტინგული სვლაა, ბრძოლისბშემდეგ კი ერთმანეთი შეაქონ მეტ ნაკლებად
zastaveli
მოვსარ!კარგი განცხადება გააკეთე,ქართველებს და ინგუშებს ძმობის მეტი არაფერი გვაკავშირებს,ასე იქნება მომავალშიც. რაც შეეხება შენსა და ილიას შორის ჩხუბს,თუ გული გერჩით იჩხუბეთ და ერთმანეთს ნუ გალანძღავთ,ურთიერთ ლანძღვა ვაჟკაცის წესი არ არის,გამარჯვებული კი რინგმა გამოავლინოს და დამარცხებულმა აუცილებლად უნდა მიულოცოთ გამარჯვებულს,ორივეს გისურვებთ წარმატებებს.
კავკასია
ჯიგარი ხარ მოვსარ და ინგუშებიც ჯიგრები ხართ. ილიაც ჯიგარია და ზედმეტი ნუ მოგივათ
rigiti
რა ძნელი გასარკვევი ეს არის, მუქარები და შეურაცყოფები ერთგვარი პიარკამპანიაა, რეკლამაა, შოუს ელემენტია ტემპერატურის აწევაა
ვახო...
ძალიან ღირსეული და თბილი სიტყვებია! პატივისცემა მოვსარს!
gio
პირველად ამან მიაყენა შეურაცხყოფა ილიას და პასუხიც მიიღო. აქ ეროვნება არაფერ შუაში არ არის
Გოგი
რა მაინტერესებს იცით? ამ საუბრების გარეშე, რაც ილიამ და გიგამ იდაპარაკეს ბრძოლა არ შეიძლება? ანუ ვალდებულები არიან, რომ მეტოქეზე ასე ისაუბრონ? ვერ ვერკვევი ამ სპორტში და მაინტერესებს. მადლობა
ქართველი
მაგარი კაცი. წარმატებები ქართველებისაგან
"ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ..." - თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ..." - თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა