მოვსარ ევლოევმა ქართველებს მიმართა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა ებრძოლათ, თუმცა დაპირისპირება ვერ შედგა, რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაემართა, ხოლო ქართველმა ახალ მეტოქესთან, ჩარლს ჟორდენთან შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ექიმებმა წონის კლების შეწყვეტა მოთხოვეს.

სოციალურ ქსელში ათლეტები ერთმანეთს ღიად უპირისპირებოდნენ, რამაც გულშემატკივრებს შორის დაძაბულობაც გამოიწვია. რუსმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში საკუთარი "ინსტაგრამის" მეშვეობით ქართველ ხალხს მიმართა:

"გამარჯობა, გენაცვალე! საყვარელო ქართველებო! ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ, ქართველი ერი უდიდეს პატივს ვცემ! საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდა!
ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისათვის ყოველთვის ღიაა!"

შეგახსენებთ, რუსმა ათლეტმა UFC-ის ხელმძღვანელობას ილიას ბრძოლის მარტში ჩანიშვნა შესთავაზა, ყველაფერს დრო გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 19 /
მაგარი კაცი. წარმატებები ქართველებისაგან
ქართველი
12:46 23-01-2022
1
Რა მაინტერესებს იცით? Ამ საუბრების გარეშე, რაც ილიამ და გიგამ იდაპარაკეს ბრძოლა არ შეიძლება? Ანუ ვალდებულები არიან, რომ მეტოქეზე ასე ისაუბრონ? Ვერ ვერკვევი ამ სპორტში და მაინტერესებს. Მადლობა
Გოგი
12:47 23-01-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული