UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ინსფლუენსერი ჯეიკ პოლი საკუთარ ორგანიზაცია Eagle MMA promotion-ში მიიწვია.
"Eagle FC-ის კარები შენთვის ყოველთვის ღიაა" - წერს ჩეჩენი.
რა თქმა უნდა, ჯეიკმა პასუხი არ დაუგვიანა და ჩხუბიც კი შესთავაზა:
"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ მე შემებრძოლები" - წერს პოლი.
შეგახსენებთ, ჯეიკის ძმამ, ლოგანმა, რამდენიმე თვის წინ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. როგორც ჩანს, "იუთუბერი" ძმები სახელის კიდევ უფრო მეტად გასავრცელებლად ვარსკვლავებთან ბრძოლის ინტერესს არ ივიწყებენ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით