"ჩემი ქართველები იხოცებოდნენ, ვიღაცა კი ამაზე იცინის..." - ილიამ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას, იმედი აქვს, რომ პედი პიმბლეტთან ოქტაგონზე ბრძოლის შესაძლებლობა მიეცემა. შეგახსენებთ, "მატადორმა" ბრიტანელ მებრძოლს სასტუმროში სცემა, რამდენიმე საათში კი მიზეზზეც ისაუბრა:

ათლეტებს შორის დაპირისპირება 2021 წლიდან მიმდინარეობს, უფრო ზუსტად, იმ დღიდან, როდესაც პედი 2008 წლის ომზე ხუმრობდა. რა თქმა უნდა, ილიამ ეს ყველაფერი არ დაივიწყა და ასე თუ ისე "გულიც მოიფხანა".

"მას არ ვიცნობ. პირველად მის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც გურამ ქუთათელაძეს რაღაცაზე ეკამათებოდა. არ ვიცოდი, რაზე კამათობდნენ, რა იყო ამისი მიზეზი, ყველაფერი კი მაშინ მოხდა,
როდესაც პიმბლეტმა დაწერა: "ახლა ზუსტად ვიცი, რატომ დაბომბა რუსეთმა საქართველო, ეს ბიჭები იდიოტები არიან".

ჩემი რეაქცია ლოგიკური იყო. ვიღაცამ ხუმრობად მიიღო ის ფაქტი, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვსაუბრობთ ბავშვებზე, ხალხზე, მათზე, ვინც ვერაფერს გააკეთებდა. ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ჩემი ოჯახის წევრი დაიღუპა... ჩემი ქართველები იხოცებოდნენ, ვიღაცა კი ამაზე იცინის... ყველაფერი აქედან დაიწყო.

და რა უნდა ვთქვა მასზე, ვინც ამაზე ხუმრობს? იდიოტია, შეუგნებელია. თუ ის ფიქრობდა, რომ მის დანახვაზე უკან დავიხევდი, ძალიან შეცდა. ილოცოს, არსად გადამეყაროს, რადგან გავგიჟდები" - განაცხადა ილიამ.

"მატადორმა" ასევე ღიად თქვა, რომ ბრიტანელ ათლეტთან ორთაბრძოლა სურს:

"რა თქმა უნდა, მასთან დაპირისპირება მსურს. ოქტაგონს გარეთ თუ დავიჭერ, აუცილებლად ვცემ, შემდეგ კი აღდგენებისთვის უნდა გადავიხადო. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ რვაკუთხედში შემებრძოლება, თავს გავუტეხავ და მისი დამარცხებისთვისაც აქეთ გადამიხდიან".

მომზადებულია mmajunkie-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ილია! სადაც შეგხვდება ეგ დამპალი, ერთი ჩვენს მაგივრადაც სტკიცე სახეში. ძაან მაგრად დავიჯინეთ ყველა თავზე. გვეყოს ყველას ფერება!
ილია! ძმურად გთხოვთ. თემო.
11:21 17-03-2022
4
გენაცვალე თათუნებში!!! კაცი ხარ!!!
ინკვიზიტორი
16:23 17-03-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული