ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯაი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
პირველი რაუნდი ძალიან დაძაბული გამოდგა - ჯაიმ ილია ჰედ-ქიქით ნოკდაუნში გაუშვა, მაგრამ ქართველმა გაუძლო, წამოდგა და რაუნდის დიდი ნაწილი პარტერში გაატარა, რითიც ძალები აღიდგინა.
მეორე რაუნდში ჰერბერტი ისევ დისტანციაზე აგრძელებდა ჩხუბს, თუმცა ახლო მანძილიდან გაცვლილი პანჩების შემდეგ ილიამ ინგლისელი დაანოკაუტა.
თოფურიამ კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა, UFC-ში რიგით მესამე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ჩხუბის შემდეგ ქართველმა პადი პიმბლეტი გამოიწვია.