დღეს, 21 აგვისტოს გამთენიისას, მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა.
ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს ზედიზედ 8 გამარჯვებიანი სერია აქვს.
დაიღალა ალდო მესამე რაუნდში და თავდაცვის მეტს ვერაფერს ახერხებდა
სწორედაც რომ იოლად მოუგო!
ვფიქრობ, რომ ქამარზე ის, პიოტრ იანს შეებრძოლება და იქ, მაქსიმალური კონცეტრაციით და ჩვეული მებრძოლი ხასიათით გამარჯვებას მოიპოვებს, რაც იოლი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იანი რადიკალურად განსხვავებული მებრძოლია და მასთან კრივსა და დარტყმით ტექნიკაში გაცვლაში შესვლა მერაბს არ არგებს, რადგან რუსი, ბაზით, კრივისა და კიკბოქსინგის პროფესიონალი მებრძოლია, მაგრამ საშუალოზე გაცილებით სუსტია პარტერში ორთაბრძლის დროს...
აქედან გამომდინარე, მერაბმა, თავისი კოზირი, თეიკდაუნები და სამბიშენები უნდა გამოიყენოს და შედეგიც არ დააყოვნებს... უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალში!