რამდენიმე თვის წინ ილია თოფურია პედი პიმბლეტს სასტუმროში დაუპირისპირდა, რის შემდეგაც გულშემატკივრები მათი ბრძოლის ჩანიშვნას ელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ მოხდა.
მოგეხსენებათ, ილია 11 დეკემბერს, UFC-ის 282-ე ღონისძიებაზე ბრაის მიტჩელს შეერკინება, პედი კი ქვემთავარ ბრძოლას ჯარედ გორდონთან გამართავს.
რა თქმა უნდა, ბრიტანელ მებრძოლს ლონდონის სასტუმროში მომხდარი ინციდენტი გაახსენეს, სადაც ილია პედის ფიზიკურად დაუპირისპირდა.
"სახლს მეთვითონ ვიქირავებ, UFC-ის სასტუმროში აღარ დავრჩები. არ მჭირდება, ვიყო სასტუმროში სოკოებთან და ხელის სადეზინფექციო ხსნარებთან (ილიას გულისხმობს) ერთად. თუ სადმე შემხვდება, ყბას მოვტეხავ".
მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით