თოფურიამ მომავალ მეტოქეზე, ბრაის მიტჩელზე ისაუბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვირას, 11 დეკემბერს, ბრაის მიტჩელთან გასამართი ბრძოლის წინ ილია თოფურიამ მეტოქისა და მომავალი დაპირისპირების შესახებ UFC-ის ბლოგების სერიაში ისაუბრა.

ილია კარიერაში მე-13, ხოლო ორგანიზაციაში მე-5 ორთაბრძოლას გამართავს. უკანასკნელ 3 ჩხუბში "მატადორმა" მოწინააღმდეგეები ნოკაუტში გაგზავნა.

ბრაისზე საუბრისას თოფურიამ აღნიშნა, რომ რთული ბრძოლა ელოდება, რადგან მისი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი უმიზეზოდ არ არის. მიუხედავად ამისა, ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ყველა კომპონენტში მიტჩელზე უკეთესია.

ილიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ბრძოლა დგომში გაიმართება თუ პარტერში, ის ნებისმიერ სიტუაციაში გასამარჯვებლად მზადაა. ქართველმა აღნიშნა, რომ ოქტაგონზე მსაჯების გადაწყვეტილებით
გასამარჯვებლად არასდროს გადის, ყოველთვის მეტოქის დაფინიშებას ცდილობს. მეტიც, თოფურია დარწმუნებულია, რომ ამ მოწინააღმდეგესაც ვადამდელ დაამარცხებს.

წესით, სანახაობრივი ჩხუბი იქნება და ვიღაც დაუმარცხებლის სტატუსს დაკარგავს.

დღეს, გამთენიისას, მებრძოლებმა წონა ჩააბარეს და ერთმანეთს პირისპირაც დაუდგნენ, რის შემდეგაც ამერიკელი პატარა პროვოკაციაზე წამოეგო და საკუთარ თავზე კონტროლი რამდენიმე წამით დაკარგა.

ქართველ გულშემატკივარს კვირას დიდი ბრძოლა ელოდება. რომან დოლიძის ჩინებული გამარჯვების შემდეგ ჯერი ილიაზეა...

წყარო: Sport News

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო მიდი დადე იპონზე და გააფარჩაკე
კაკაო
13:43 10-12-2022
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო მიდი დადე იპონზე და გააფარჩაკე
კაკაო
13:43 10-12-2022
0

სიახლეები პოპულარული