კვირას, 11 დეკემბერს, ბრაის მიტჩელთან გასამართი ბრძოლის წინ ილია თოფურიამ მეტოქისა და მომავალი დაპირისპირების შესახებ UFC-ის ბლოგების სერიაში ისაუბრა.

ილია კარიერაში მე-13, ხოლო ორგანიზაციაში მე-5 ორთაბრძოლას გამართავს. უკანასკნელ 3 ჩხუბში "მატადორმა" მოწინააღმდეგეები ნოკაუტში გაგზავნა.

ბრაისზე საუბრისას თოფურიამ აღნიშნა, რომ რთული ბრძოლა ელოდება, რადგან მისი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი უმიზეზოდ არ არის. მიუხედავად ამისა, ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ ყველა კომპონენტში მიტჩელზე უკეთესია.

ილიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ბრძოლა დგომში გაიმართება თუ პარტერში, ის ნებისმიერ სიტუაციაში გასამარჯვებლად მზადაა. ქართველმა აღნიშნა, რომ ოქტაგონზე მსაჯების გადაწყვეტილებით გასამარჯვებლად არასდროს გადის, ყოველთვის მეტოქის დაფინიშებას ცდილობს. მეტიც, თოფურია დარწმუნებულია, რომ ამ მოწინააღმდეგესაც ვადამდელ დაამარცხებს.

წესით, სანახაობრივი ჩხუბი იქნება და ვიღაც დაუმარცხებლის სტატუსს დაკარგავს.

დღეს, გამთენიისას, მებრძოლებმა წონა ჩააბარეს და ერთმანეთს პირისპირაც დაუდგნენ, რის შემდეგაც ამერიკელი პატარა პროვოკაციაზე წამოეგო და საკუთარ თავზე კონტროლი რამდენიმე წამით დაკარგა.

ქართველ გულშემატკივარს კვირას დიდი ბრძოლა ელოდება. რომან დოლიძის ჩინებული გამარჯვების შემდეგ ჯერი ილიაზეა...

წყარო: Sport News

კაკაო
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო მიდი დადე იპონზე და გააფარჩაკე
კაკაო
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო მიდი დადე იპონზე და გააფარჩაკე
ვახო...
უდიდესი წარმატებები ილიას!
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
[VIDEO] ნურმაგომედოვი, რომელსაც დვალიშვილთან რემატჩი სურდა, ნოკაუტით დამარცხდა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ჩვენ პატივისცემას ვიმსახურებთ" - მერაბ დვალიშვილის მიმართვა
"ვიბრძოლებ თუ არა წელს?" - გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] როგორ აღნიშნა ილია თოფურიამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
"ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა" - თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა