UFC-ის ინგუში მებრძოლი მოსარ ევლოევი ილია თოფურიას ბრაის მიტჩელთან ჩხუბის წინ დაემუქრა, რომ თუ ქართველი ბრძოლას ვერ მოიგებდა, მას ქუჩაში სცემდა.
თოფურიას მოგების შემდეგ, დაახლოებით, 10 საათი გავიდა, ინგუშს კი ჯერ არაფერი უთქვამს. ჩხუბის წინა დღეს მოვსარმა დაწერა:
"ილია ისევ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ქართველია. როგორც ჩანს, ჩვენს მატადორს მართლაც გერმანული ფესვები აქვს. ეცადე მიტჩელთან მატჩი მოიგო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ქუჩაში ცემა მომიწევს. რადგან, წაგების შემთხვევაში შენნაირ ლუზერთან ბრძოლაში ოქტაგონზე დროს ვერ დავკარგავ," - დაწერა ევლოევმა.
ინგუში ნახევრადმსუბუქ წონაში რეიტინგის მე-10 ნომერია, ილია მომდევნო კვირაში მე-9 გახდება. მოვსარმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ბრძოლის არენას.
17:04 11-12-2022
ეს ჩხუბი რომ წაგეგო, ქუჩაში გცემდი - ინგუში თოფურიას დაემუქრა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Мовсар, успокойся. Не к лицу мужщине такие слова. Ты что, оруссел совсем?
14
0
მე მეგონა ამათ ორივეს აუხსნეს რომ ინგუშებს და ქართველებს სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ისტორიულად გვერდი გვერდში ვდგევართ და მგონი უნდა გაითვალისწინონ თუკი საკუთარ წარმომავლობას აფასებენ მგონი შეუძლიათ მიაწვდინონ ინგუშებს რომ შეწყვიტოს თოფიურიას მიმართ აგრესიული კომენტარები და ალბათ ჩვენ მატადორსაც აუხსნიან ახლობლები რომ კავკასიაში მხოლოდ ინგუშები იყვნენ ბოლომდე ერთგულები ქართველების!
69
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული