თოფურიამ მეტოქე გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე ილია თოფურიამ ორგანიზაციაში მე-5 ჩხუბი გამართა და ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა.

ბრძოლა ილიას უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს რამდენიმე მძიმე დარტყმა მოარტყა, მე-2 რაუნდში კი უკვე სრული სვლით შეუტია და რის შემდეგაც ბრაისი ჯერ ნოკდაუნში ჩავარდა, შემდეგ კი მხრის მტკივნეულით დამარცხდა.

ამრიგად, თოფურია დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს, ასევე მეოთხე ქართველი (ჭიკაძე, დვალიშვილი, დოლიძე) გახდა, რომელიც რეიტინგის 10-ეულში შევიდა, "მატადორი" ამჟამად მე-9 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ოცდამეერთე საუკუნის გლადიატორული ბრძოლები, კოლიზეუმის რეპერტუარი. პური და სანახაობა
ნერონი
12:31 12-12-2022
0
ქართული დროშით გამოდის ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს და ის რომ ესპანურად წერს რა პრობლემაა მისთვის ასეა მოსახერხებელი ალბათ ესპანურ სკოლაში დადიოდა და მიეჩვია ნუ იცით ხოლმე რაღაცების ჩაციკლება კაცი იძახის ორი სამშობლო მაქო და არ ვამტყუნებ ესპანეთში გაიზარდა ესპანეთმა მისცა ის რასაც საქართველო ვერ მისცემდა და უფასებს რომ არ დაეფასებინა უფრო ცუდად წარმოაჩენდა საქართველოს და ქართველები უმადურები არასდროს ვყოფილვართ.
კახა
02:57 12-12-2022
2

სიახლეები პოპულარული