"ამის თქმა მინდოდა, ეს მაწუხებდა" - დვალიშვილის ემოციური სიტყვები ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
მერაბ დვალიშვილმა ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, გამარჯვების შემდეგ კი ემოციური სიტყვები წარმოთქვა:

"მინდა უბრალოდ ვთქვა - მშვიდობა. დღეს ყველამ ვიცით, რომ რუსეთი უკრაინის აღებას ცდილობს. ისინი იმავეს აკეთებდნენ, რაც ჩემს ქვეყანას, საქართველოს გაუკეთეს. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი. არ გვინდა უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება. საქართველო და უკრაინა ევროპისა და აშშ-ის მეგობრები არიან. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, გვაქვს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. არ გვინდა ომი.

ჩვენ ახლა აქ ვართ შეკრებილი, კარგი საღამო გვაქვს, ვერთობით, უკრაინაში
კი ადამიანები იხოცებიან. ამ ყველაფერს რუსეთის მთავრობა აკეთებს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა. ამის თქმა მინდოდა, ეს მაწუხებდა" - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

წყარო: MMA Georgia N1

მკითხველის კომენტარები / 19 /
თქვენ უნდა ნახოთ ფბზე ეს ალტ ინფო ხალხი როგორ ლანძღავს მერაბს ეს მოღალატეები
13
ა ბატონო კაცი. მთელი მთავრობა და პარლამენტი ამის ცალ კვერცხადაც არ ღირან.
ბონდო
14:00 23-01-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული