დღეს გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) UFC-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა.
სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. მერაბმა ბრძოლის დასრულების შემდეგ თქვა:
"ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძლიერები! დიდი მადლობა ყველას, ვინც ლას-ვეგასში ჩემს საქომაგოდ ჩამოხვედით, ასევე ეკრანებთან ისხედით და მგულშემატკივრობდით. უბედნიერესი ვარ, რადგან მე საქართველოს წარმოვადგენ!
რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის რიგითი მატჩი არ იყო, მაგრამ მინდოდა და ვცდილობდი, რომ ბოლომდე პროფესიონალად დავრჩენილიყავი, რაც ვფიქრობ ჩემი გუნდი დამსახურებით გამოვიდა.
პიოტრი ნულს მეძახდა, ახლა ვინ არის ნული?! - ჩემი აზრით, ძალიან რთული საბრძოლო სტილი მაქვს! მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან ვმართავ რთულ რაუნდებს, ახლა კი ძალიან მოწყურებული ვარ და ვისაც უნდა ვეჩხუბები!
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!", - თქვა დვალიშვილმა.
11:48 12-03-2023
"ახლა ვინ არის ნული?!... შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!" - რა თქვა დვალიშვილმა რუსი მებრძოლის დამარცხების შემდეგ
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
ვინც კომენტებში ნაცქოცებს ურევთ და ამ დღესასწაულს შხამსა და ბალღამს ურევთ, ძალიან დიდი მზეები ხართ რომ იცოდეთ.