"ახლა ვინ არის ნული?!... შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!" - რა თქვა დვალიშვილმა რუსი მებრძოლის დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) UFC-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა.

სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. მერაბმა ბრძოლის დასრულების შემდეგ თქვა:

"ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძლიერები! დიდი მადლობა ყველას, ვინც ლას-ვეგასში ჩემს საქომაგოდ ჩამოხვედით, ასევე ეკრანებთან ისხედით და მგულშემატკივრობდით. უბედნიერესი ვარ, რადგან მე საქართველოს წარმოვადგენ!

რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის რიგითი მატჩი არ იყო, მაგრამ მინდოდა და ვცდილობდი, რომ ბოლომდე პროფესიონალად დავრჩენილიყავი, რაც ვფიქრობ ჩემი გუნდი დამსახურებით
გამოვიდა.

პიოტრი ნულს მეძახდა, ახლა ვინ არის ნული?! - ჩემი აზრით, ძალიან რთული საბრძოლო სტილი მაქვს! მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან ვმართავ რთულ რაუნდებს, ახლა კი ძალიან მოწყურებული ვარ და ვისაც უნდა ვეჩხუბები!

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! შეაჩერეთ ომი! საქართველო მიყვარხარ!", - თქვა დვალიშვილმა.

altმერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი უშანსოდ დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
საქართველომ მსოფლიო გააოცა.ქართული გამარჯვება გასამდა.ჯერ სტუდენტებმა და სხვა პატრიოტებმა სუფთათ მოვუგეთ მოღალატე გაუმაძღარ ქოცებს და მათ სამარცხვინო 76 დეპუტატს,მერე სიმართლის გვერდზე მდგომმა ხვიჩამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ბოლოს ქართველმა ვაჟკაცმა მერაბ დვალიშვილმა ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.
გილოცავთ
14:43 12-03-2023
23
სიმართლეს

ქოცებსაც და ნაცებსაც ისევე უხარიათ როგორც ჩვენ ყველას, ხვიჩას გოლებიც და მერაბის მიტყეპილი რუსიც. მერაბიმ თქვა ისე რაც უნდა თქვას ყველა ქართველმა დღეს და თუ ქოცებს ვინმე შეეცადა ტვინი აურიოს, ეს დროებითია. მალე ყველა გავაცნობიერებთ რა დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინის გამარჯვებას. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. მადლობა მერაბს. წარამტებას ვუსურვებ.
G.LA
12:18 12-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული