"ჩემი ოცნებაა ტიტული ესპანეთში მოვიგო, მერაბი? მას არასდროს ვეჯიბრები" - თოფურიას პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ჯექსონვილში (ფლორიდა) გამართულ UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ფანტასტიკური ღამე იყო, ბრძოლით კმაყოფილი ვარ. ცხადია, ჯოშის წინააღმდეგ კონკრეტულ გეგმას მივყვებოდი. სიმართლე გითხრათ, მისი გამძლეობით გაკვირვებული ვარ, ვფიქრობდი, რომ პირველ ან მეორე რაუნდში გავიმარჯვებდი.

მას შემდეგ რაც UFC-ში ბრძოლა დავიწყე, ჩემი ოცნებაა, რომ რომელიმე ბრძოლა ესპანეთში ჩატარდეს და ტიტული სწორედ იქ მოვიგო, ეს ჩემთვის ახდენილი ოცნება იქნებოდა.

მერაბ დვალიშვილი ჩემი მეგობარია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
მისი წარმატებები ძალიან გამიხარდება. იმედი მაქვს, ჩემპიონი გახდება და ამით ვიამაყებ. დვალიშვილს არასდროს ვეჯიბრები. ეს ბიჭი ძალიან მიყვარს და ჩემს გვერდით ყოფნისთვის მადლობას ვუხდი", - განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთთოფურია დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს (UFC-ში 6:0, MMA-ში 14:0) და დიდია შანსი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დანა ვაითმა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლა ჩაუნიშნოს.

altილია თოფურიამ ჯოშ ემეტი გაანადგურა - შემდეგი გაჩერება საჩემპიონო ბრძოლა? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოᲩაᲦ ილია,Შენ გაიხარე აბა მიდი,უფს Ჩემპიონი ხომ უნდა გვყავდეს.
გადადექი
13:13 25-06-2023
2
ეს ესპანეთშია დაბადებული? ან აღზრდილი?
ჰაჰა
13:05 25-06-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული