ლოს ანჯელესში UFC-ის ქართველი მებრძოლები, გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი ერთად ვარჯიშობენ.
მოგეხსენებათ, ნევადაში ზუსტად 2 კვირაში ორგანიზაციის 296-ე ღონისძიებაზე გიგა ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება, ქართველები კი როგორც ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან.
შეგახსენებთ, ემეტს 24 ივნისს ოქტაგონზე ილია თოფურია შეხვდა და უშანსოდაც დაამარცხა, რის შემდეგაც ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლა მიიღო, გამარჯვების შემთხვევაში გიგა წელს საუკეთესო ხუთეულში დაასრულებს.