შესაძლოა, მერაბისთვის ეს ბრძოლა კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომელი შეხვედრა იყო ჩვენებურისთვის ყველაზე პრინციპული.
2023 წლის 12 მარტს დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდა. შეხვედრამდე იანი თავს იმის უფლებას აძლევდა, რომ მერაბზე დამამცირებლად ესაუბრა. მაგალითად, აბუ-დაბიში, როდესაც მებრძოლები გადაიკვეთნენ, რუსი დვალიშვილის მეგობარს და მაშინდელ ჩემპიონს, ალჯო სტერლინგს ეუბნებოდა, რომ "მერაბი 0 იყო“.
ასეთი განცხადებების მიუხედავად, დვალიშვილი ყოველთვის მშვიდ და ღირსეულ პასუხებს უბრუნებდა იანს და არასდროს პროვოკაციას არ აჰყოლია.
სამაგიეროდ, თავისი სათქმელი და საქმე 12 მარტს მთელ მსოფლიოს უთხრა და აჩვენა. 5-რაუნდიან ბრძოლაში პიოტრ იანი უსასტიკესად, ცალმხრივად სცემა.
არასდროს იანი ისეთი უსუსური არ ყოფილა, როგორიც მერაბთან ბრძოლის დროს.
12 მარტს მთელი საქართველო დვალიშვილის გვერდზე იდგა, თუმცა ერთი ადამიანი ყველაზე მეტად ნერვიულობდა და განიცდიდა. ეს კი მერაბ დვალიშვილის ძმა, მალხაზ დვალიშვილი იყო, რომელიც ხატებით ხელში, მთელი 5 რაუნდის განმავლობაში ლოცულობდა და ბრძოლას არ უყურებდა.
Ambebi.ge
თოფურია/ვოლკანოვსკი - დვალიშვილი/სეჰუდო - ორი უდიდესი ქართული ბრძოლა ერთ ღონისძიებაზე
ნევადაში ჭიკაძე და დვალიშვილი ერთად ვარჯიშობენ - 2 კვირაში გიგა ემეტს შეხვდება
რაც შეეხება მის გონებრივ შესაძლებლობებს - მისი პოლიტიკური შეხედულების ღმერთმა ნუ გახადოს ნურცერთი ქართველი ,რო მოაღო პირი და ლანძღა სტალინი. არა ელჯეია თუ ვინცხა სირის კაკალი ზანგი - იგი ყავს უკეთესი ან მაგი მიკეთებს მეტს საქართველოსთვის.