12:45 16-02-2024
"მე შენ გაგხევ" - სეხუდომ დვალიშვილს რუსულად მიმართა [VIDEO]
AutoSharing Option
მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ, პრესკონფერენციაზე, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს გასაღიზიანებლად მექსიკის დროშა შემოიხვია.
საქმე ის გახლავთ, რომ სეხუდო ამას არასდროს აკეთებს და იმ ფაქტზე არასდროს საუბრობს, რომ მექსიკელია.
მერაბმა კი მისი პროვოცირება სცადა:
"მე ვიქნები ის, ვინც მექსიკას გააბედნიერებს. ამ ქვეყანას სჭირდება მებრძოლი, რომელიც წარმოადგენს", - განაცხადა დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.
პასუხმა არც სეხუდოსგან დააყოვნა: "მე შენ გაგხევ" (Я тебя порву) - მიმართა სეხუდომ რუსულ ენაზე დვალიშვილს.
შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სეხუდო და კორმიე დაღესტნელების და რუსების მუტ..ბია. ზოგი აქ რომ აკომენტარებს რა უბედურებაა ყოყლოჩინობა, სისხლი და თავპირისმტვრევაო ინდუსები ხართ თუ კავკასიელები?! კაცმა Რომ გკითხოთ კავკასიელები ხართ. ისე გრუზინებს და ჩაცუცქულ სასტავს არ მოეწონება ეს სპორტი , მანდ ხო ერთი ერთზეა , გვერდზე გაყვანა და ქურდული ბაზარი არ ჭრის :)))
23
6
არა და ზედმეტი არც არაფერი უთქვამს სეჰუდოს, მანამ ამან არ ატეხა უაზრო ცირკი. გაგხევო, რუსულად რომ უთხრა, პასუხი რატომ არ გასცა? ამერიკელების უმეტესობას დღესაც ჰგონია, რომ ქართველები რუსულად ვლაპარაკობთ და ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ, პრივეტ, კაკ დელა და ა.შ. მაგრამ სულ ვეუბნებოდი, ეგ რუსულია მე ქართველი ვარ-მეთქი. ეს ისე შეიჭრა როლში, ისიც ვერ უთხრა, ქართული სულ სხვა ენააო. მაგრამ ვერც გაიგო მგონი რუსული. ეგ კი არა საერთოდ რა ენაზე მიმართა ისიც ვერ გაიგო. ან რა ამის საქმეა, მექსიკას წარმოადგენს თუ ამერიკას? ეგრე ილიას უთხრას, რა შუაშია ესპანეთი 15 წლის ჩახვედი იქ, საქართველოს რატომ არ წარმოადგენო. სეჰუდო ლონ ანჟელესშია დაბადებულ-გაზრდილი და ამერიკელია. სუფთა ცირკაჩები არიან რა.
17
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული