"მე შენ გაგხევ" - სეხუდომ დვალიშვილს რუსულად მიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 298-ის ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. მოგეხსენებათ, ხსენებულ წვეულებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს, ხოლო ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელთან ოქტაგონს საჩემპიონო ქამრისთვის გაიყოფს.

მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის წინ, პრესკონფერენციაზე, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს გასაღიზიანებლად მექსიკის დროშა შემოიხვია.

საქმე ის გახლავთ, რომ სეხუდო ამას არასდროს აკეთებს და იმ ფაქტზე არასდროს საუბრობს, რომ მექსიკელია.

მერაბმა კი მისი პროვოცირება სცადა:

"მე ვიქნები ის, ვინც მექსიკას გააბედნიერებს. ამ ქვეყანას სჭირდება მებრძოლი, რომელიც წარმოადგენს", - განაცხადა დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე.

პასუხმა არც სეხუდოსგან დააყოვნა: "მე
შენ გაგხევ" (Я тебя порву) - მიმართა სეხუდომ რუსულ ენაზე დვალიშვილს.

შეგახსენებთ, UFC 298-ის ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.

alt"ამ ქვეყანას სჭირდება ვინმე, ვინც წარმოადგენს" - დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე მექსიკის დროშა ააფრიალა [VIDEO]

alt"რას ველოდები ვოლკანოვსკისგან? განსაკუთრებულს არაფერს... მას უნდა ახსოვდეს, რომ მე ილია თოფურია ვარ " - რა თქვა "მატადორმა" პრესკონფერენციაზე

მკითხველის კომენტარები / 21 /
აქ ხალხმა ვერ გაიგო თრეშთოქის აზრი და მებრძოლებს ერთმანეთის პატივისცემას სთხოვენ, არა და მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებს კარგი საშუალებაა და ზუსტადაც რომ ბრძოლამდე უნდა შეიქმნა გამარჯვებულის მენტალიტეტი ესაა სწორი.
ზურიკო
21:45 16-02-2024
1
რუსობა გინდა და მიყვები რუსულ ხომალდს. აი ასე
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული