სპორტსმენ ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
წყარო:
ინტერპრესნიუსი
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა
Marca: საგიჟეთი თბილისში - თოფურიას 5 ათასი ადამიანი დახვდა და ქამარს სტადიონზე ნაკრების მატჩის წინ წარადგენს
ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა - ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]