ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ

AutoSharing Option
სპორტსმენ ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

alt"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა

alt

Marca: საგიჟეთი თბილისში - თოფურიას 5 ათასი ადამიანი დახვდა და ქამარს სტადიონზე ნაკრების მატჩის წინ წარადგენს

altჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა - ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
საარჩევნოდ იყენებენ პიარისთვის, ემიგრანტებზე მუშაობენ, ვითომ სულ ახსოვთ და აფასებენ. ილიასაც აწყობს, ამხელა სტადიონზე ამდენი ხალხის წინაშე - მშვენიერი თვითრეკლამაა. როგორც იტყვიან: ხელი ხელს ბანს. აბა სოსო შატბერაშვილს ხო არ შეხვდება?)))))
ცეესკო
21 მარტი 2024 16:02
7
უთავმოყვარეო პოპულიზმი, ილია შესანიშნავი ბიჭია და სპორცმენი მაგრამ რა ღირსების ორდენი ხალხო?
semi
21 მარტი 2024 15:22
12
ქვეყნის მოღალატე ჩინოვნიკებს და მიშას საყვარლებს აქვთ ღირსების ორდენები, მეგისა ქარდავას, ნინა წკრიალაშვილს და კიდე ათას საეჭვო ხალხს. ილია მსოფლიო ჩემპიონია!!!!!!!!!!!! ოქროს კაცი ნაღდი ქართველი და მაგაზე მეტად ვინ იმსახურებს!!!!!!!!!!!
Pepelu
21 მარტი 2024 18:00
2
ილიას ეკუთვნის ნამდვილად, პირველი ქართველი იუ-ეფ-სი-ს ჩემპიონი! არა ბიჭო ბაბუცა პატარაიას ეკუთვნის და დემნა გვასალიას
llcl
21 მარტი 2024 17:27
2
ამას იმდენს აჯილდოვებენ.შემდეგ სპარინგისთვის მეგონი მაგრად ცემენ!!!
ინტენსივობა.
21 მარტი 2024 14:08
12
ილია!ოთხი მილიონი გამომწერი გყავს ინსტაგრამზე და ერთი ფოტო მაინც დადე საქართველოზე,პოპულარიზაციას გაუწევდი შენს სამშობლოს ამხელა აუდიტორიასთან!!!
გიორგი
21 მარტი 2024 14:02
2
მართალია,უნგრელი შობოშლაი უფრო უწვს საქართველოს პოპულარიზაციას, ვიდრე ქართველი სპორტსმენები!!!
გიორგი ს
21 მარტი 2024 15:52
1
მგონი უტყდება საქართველოდან როა!რავი დოლჩე გაბანას სუნამოების ფიტოსესიებს დებს და რა გაუხდა ერთი ფოტო წარწერით,"თბილისი გეორგია"!!
გიორგი-ს
21 მარტი 2024 14:50
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული