ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ

AutoSharing Option
სპორტსმენ ილია თოფურიას დღეს ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

alt"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა

alt

Marca: საგიჟეთი თბილისში - თოფურიას 5 ათასი ადამიანი დახვდა და ქამარს სტადიონზე ნაკრების მატჩის წინ წარადგენს

altჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა - ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ილია!ოთხი მილიონი გამომწერი გყავს ინსტაგრამზე და ერთი ფოტო მაინც დადე საქართველოზე,პოპულარიზაციას გაუწევდი შენს სამშობლოს ამხელა აუდიტორიასთან!!!
გიორგი
14:02 21-03-2024
2
ამას იმდენს აჯილდოვებენ.შემდეგ სპარინგისთვის მეგონი მაგრად ცემენ!!!
ინტენსივობა.
14:08 21-03-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული