"არ აქვს მნიშვნელობა, ჰავაიში თუ ესპანეთში, თოფურიასთან ბრძოლა მსურს" - "მატადორის" რეაქცია გამოწვევაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მსუბუქ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მაქს ჰოლოუეი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ, ბრძოლა კი ჰოლოუეის გამარჯვებით დასრულდა.

ჰოლოუეიმ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მას ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს.

"ილია თოფურია მიყვარს, ესპანეთში თუ ჰავაიში... არ აქვს მნიშვნელობა, მასთან ბრძოლა მსურს", - განაცხადა ჰოლოუეიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოლოუეის მენეჯერმა განაცხადა, რომ მაქსს ილიასთან ჩხუბი სურს.

"რას გეგმავს მაქსი თუ გეიჯის დაამარცხებს? ბევრი ვარიანტი ექნება, თუმცა თოფურიასთან ჩხუბი სურს და თვლის, რომ მაგრად სცემს. ეს პირადად მაქსის სიტყვებია", - განაცხადა ჰოლოუეის
მენეჯერმა.

altსასტიკი ნოკაუტი - მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი ბოლო წამებზე გათიშა და BMF-ის ქამარი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვუყურე ბრძოლას და ძალიან ბინძური მებრძოლია, სამჯერ მოარტყა თვალში ხელი გეტჟის. ფრთხილად და მობილიზებული უნდა იყოს ილია.
გია პაპა
13:08 14-04-2024
0
ჯერ ილიას შევხედოთ, რომელთანაც ტრაბახა მებრძოლი შეშინებულს ჰგავს. ილია მოჭიდავის ილეთების მფლობელია და პლუს კრივის ელემენტებს ფლობს, ასე რომ იუ ეფ სის დაავიწყებს ისე დაამარცხებს. კარგია თუ ჭკუას ასწავლის ამას და ო’მალის!
ლაშა
12:37 14-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული