"არ აქვს მნიშვნელობა, ჰავაიში თუ ესპანეთში, თოფურიასთან ბრძოლა მსურს" - "მატადორის" რეაქცია გამოწვევაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მსუბუქ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მაქს ჰოლოუეი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ, ბრძოლა კი ჰოლოუეის გამარჯვებით დასრულდა.

ჰოლოუეიმ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მას ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს.

"ილია თოფურია მიყვარს, ესპანეთში თუ ჰავაიში... არ აქვს მნიშვნელობა, მასთან ბრძოლა მსურს", - განაცხადა ჰოლოუეიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოლოუეის მენეჯერმა განაცხადა, რომ მაქსს ილიასთან ჩხუბი სურს.

"რას გეგმავს მაქსი თუ გეიჯის დაამარცხებს? ბევრი ვარიანტი ექნება, თუმცა თოფურიასთან ჩხუბი სურს და თვლის, რომ მაგრად სცემს. ეს პირადად მაქსის სიტყვებია", - განაცხადა ჰოლოუეის
მენეჯერმა.

altსასტიკი ნოკაუტი - მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი ბოლო წამებზე გათიშა და BMF-ის ქამარი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვუყურე ბრძოლას და ძალიან ბინძური მებრძოლია, სამჯერ მოარტყა თვალში ხელი გეტჟის. ფრთხილად და მობილიზებული უნდა იყოს ილია.
გია პაპა
14 აპრილი 2024 13:08
0
ჯერ ილიას შევხედოთ, რომელთანაც ტრაბახა მებრძოლი შეშინებულს ჰგავს. ილია მოჭიდავის ილეთების მფლობელია და პლუს კრივის ელემენტებს ფლობს, ასე რომ იუ ეფ სის დაავიწყებს ისე დაამარცხებს. კარგია თუ ჭკუას ასწავლის ამას და ო’მალის!
ლაშა
14 აპრილი 2024 12:37
0
ეს სხვა ორგანიზაციაში ჩხუბობს? UFС, UFС-300 და BMF სულ სხვადასხვა ორგანიზაციებია?
ხვიჩა
14 აპრილი 2024 11:38
1
ზიზ - მადლობა განმარტებისთვის
ხვიჩა
14 აპრილი 2024 13:29
0
MMA სპორტის სახეობაა, შერეული ორთაბრძოლები. UFС - ორგანიზაციაა რომელიც ატარებს ტურნირებს MMA-ში, თავისი ეგიდით და ყველაზე პრესტიჟულია MMA -ს დისწიპლინაში. UFС-300 ტურნირის რიგითობაა - ანუ მერამდენე ტურნირია. BMF-ინდივიდუალური ჯილდოა UFС-ში.
ზიზ
14 აპრილი 2024 12:38
0
არაფერი რეაქცია არ ქონია, როგორც სპორტსმენს და მაყურებელს შეშვენის, მოისმინა გამოწვევა და ერთი ადგილის ცანცარი არ დაუწყია. მარა თოფურია რო ამას ეჩხუბოს, რინგზევე მოკლავს ისე ცემს.
....
14 აპრილი 2024 10:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული