თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდა.
ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად UFC-ის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ.
სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის", - წერს თოფურია.
13:37 17-04-2024
"მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს; სამწუხაროა, რომ..." - ილია თოფურია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
რუსეთის პროპაგანდა (Brain Washed) მხოლოდ მას ერევა, ვისაც ნაკლები განათლება,ნულოვანი პატრიოტიზმი და სუსტი ფსიქიკა აქვს!
Topuria Respect!
მაზოხისტი და სკლეროზიანი ერი ვრთ)))
ჩემო მეგობარო ილია, ყველაფერი ფულით არ იზომება, საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და სახელი მოიპოვე რაშიც დიდი შრომა ჩადე და ეს შენ შეძელი, მაგრამ საკუთარ სამშობლოში სახელის დაკარგვა ძალზე მარტივია, დაუფიქრებელი სიტყვა, საქციელი ან და პოზიცია, ჩემი აზრით შენ გაყავი საზოგადოება შენიანებად და ჩემიანებად, როგორც შესამჩნევია ქვეყნის ოპოზიციაზე შეგტკივა გული, საამაყო პოლიციელის საქმიანობას ძრახავ და აკნინებ, ბრალს სდებ ძალადობაში, თუმცა არ გაგხსენებია აგურით თავგატეხილი პოლიციის თანამშრომელი და სხვა დაზარალებული პოლიციელებიც, რომლებიც ალბათ შენი გულშემატკივრები იქნებოდნენ, ძალიან ბევრი შენი გულშემატკივარი გაანაწყენე, აწი თუ გსურს ხაბეიშვილისთვის, მიშასთვის, გვარამიასთვის და მათნაირებისათვის იბრძოლე, ფასი დაკარგა შენმა აქ ჩამოსვლამ, პირადად ჩემთვის შენ სულერთი ხარ სამწუხაროდ.