"შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ცნობილი მწვრთნელი მერაბ დვალიშვილზე

AutoSharing Option
ლეგენდარული ჯორჯ სემპიერის (26-2) მწვრთნელმა ფირაზ ზაჰაბიმ Tristar Gym-ის YouTube-არხზე, UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილის (18-4) პერფორმანსი შეაფასა. ზაჰაბის თქმით, მერაბმა ბრძოლა ზუსტად ისე წაიყვანა, როგორც შონ ომალის (18-2) წინააღმდეგ უნდა წარემართა, ომალისგან შორ დისტანციაზე უნდა ყოფილიყო და ასეც მოიქცა.

ზაჰაბიმ მერაბი ყველა საბრძოლო კომპონენტში შეაქო, თუმცა მერაბის ნაკლზეც ისაუბრა.

"მერაბის კარდიო გასაოცარია, თუმცა ის ადრე ვერ ამთავრებს ბრძოლებს, ის ახლოც არ არის ფინიშთან. ეს მისი ნაკლია", - განაცხადა ზაჰაბიმ.

ბრძოლამდე ფავორიტად მერაბის მეტოქე სახელდებოდა, თუმცა ზაჰაბი თვლის, რომ მიუხედავად ამისა,
მერაბმა თავისი საბრძოლო გეგმა უნაკლოდ შეასრულა და UFC-ის ქამარს დამსახურებულად დაეუფლა.

მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

alt"მეგონა, ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი მის სავარაუდო მომდევნო მეტოქეზე?

alt"არ მინდა, მერაბს რაიმე დავუკარგო, მაგრამ..." - დანა ვაითმა დვალიშვილისა და ომალის დაპირისპირებაზე ისაუბრა

altცნობილია, რა თანხას მიიღებს მერაბ დვალიშვილი ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ

alt"ვაიმე, ღმერთო, ვაიმეე"- ლაშა ბექაურის ემოციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია ეს კაცი!
ბს
13:12 23-09-2024
1
ახლა, როცა მერაბი უკვე ჩემპიონია, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკი მიზანშეწონილია. თუ ამ კრიტიკოსების გაჩუმება უნდა, მგონია, რომ ბევრი უნდა იმუშავოს დასრულებაზე. თითქოსდა აბსოლუტური დომინაციის ფონზე მაინც ძალიან ახლოს შეაფასეს მსაჯებმა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. საბოლოოდ იმით დამთავრდება, რომ თეიქდაუნები და ეს დაწოლილზე მუჯლუგუნები აღარ ჩაითვლება არაფრად. ხაბიბს რომ შევადაროთ, მასაც ბევრს აკრიტიკებდნენ ჭიდაობის გამო, მაგრამ უამრავი ნოკაუტი დააგროვა და ბოლო, ძალიან რეზონანსულ ბრძოლებში (კონორის, პორიეს და გეიჯის წინააღმდეგ) ყველა დააფინიშა. იმედია მერაბის პირველი დიდი ფინიში "რუსი" ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იქნება.
ლაშა
20:24 23-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული