"წაგებას არ ვიმსახურებდი, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები" - უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა.

"წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება
და 0 მარცხი იყო.

altარის! მერაბ დვალიშვილმა რუსი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვერ გავიგე მაინც და მაინც უნდა მოეკალი, რომ წაგება გაგეცნობერებინა?
მისმინე
12:45 19-01-2025
1
ჯერ ესეთი, უმარ ნურმაგომედოვი ეროვნებით რუსი არ არის! დაღესტნელია! (ამაყი ერია!) და რა გამოდის ქართველი რო აფრიკაში ცხოვრობდეს, თქვენი მოკლე ჭკუით, ზანგი ვუწოდოთ?! ასეთ ცინიკურ დამოკიდებულებას შევეშვათ!
ასეა!
12:31 19-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული