ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელი მებრძოლი, კობი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ((30–27, 30–27, 30–27) დაამარცხა.

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ილიას ძმამ სადებიუტო ბრძოლაში პირველივე გამარჯვება მოიპოვა.

ალექსანდრეს MMA-ის კარიერაში 6 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. 

ავსტრალიელი მებრძოლისთვის კი ეს მარცხი პირველი გახლდათ, თიქნესს კარიერაში აქამდე 7 ბრძოლიდან 7-ივე მოგებული ჰქონდა.

აღნიშნული ბრძოლისთვის ალექსანდრეს სეკუნდანტი მისი ძმა, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იყო, ხოლო თიქნესის ალექსანდრ ვოლკანოვსკი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქგგალე გურს! ჩვენი საამაყო ძმები და საერთოდ მისაბაძი ქართველობა ხართ, მანდ გუნდში!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
12:07 09-02-2025
1
ფაით აიქიუ, კრივი, გრეპლინგი, ჭიდაობა და უნივერსალიზმი... ალექსანდრე, პოტენციურად, მომავალი ჩემპიონია! გილოცავთ სრულიად საქართველოს! უდიდესი წარმატებები ალექსანდრეს და ყველა ქართველ მებრძოლს მომავალში!...
ვახო...
14:35 09-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული