"შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ..." - მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მანუკ ჰაკობიანთან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა გაიხსენა და არმან ცარუკიანზეც ისაუბრა.

"ვიცოდი, რომ უმარს დავამარცხებდი. ჩხუბით ვისიამოვნე და ადამიანებს, რომლებიც სომხეთიდან მგულშემატკივრობდნენ, მინდა მადლობა გადავუხადო. ლოს-ანჯელესშიც დარბაზში ბევრი სომეხი იყო და მათგან მხარდაჭერას ვგრძნობდი.

იმ საღამოს გამარჯვება ქართველებსა და სომხებს უნდა გვეზეიმა, მე და არმანს გამარჯვებების შემდეგ შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ მოულოდნელი რაღაც მოხდა", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი 18 იანვარს UFC 311-ზე დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა, ამავე ღონისძიებაზე
ცარუკიანი მახაჩევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა სომეხი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბრძოლას ჩაეხსნა.

altდანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მორიგი შესაძლო მეტოქე დაასახელა

alt"ილიას მახაჩევთან ბრძოლა უნდა ჩაუნიშნონ, თოფურიამ რაც არ უნდა გააკეთოს..." - მერაბ დვალიშვილი

alt"მაგარ ფორმაშია ალექსა" - მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას ძმის მხარდასაჭერად ავსტრალიაში ჩავიდა [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 4 /
არა უშავს, კიდევ იქნება ამის შესაძლებლობა და ეცადეთ ის შანსიც არ გაუშვათ.
ჟორა
20:34 03-03-2025
0
ყოჩაღ, მერაბ. მივესალმები ასეთ ურთიერთობებს ჩვენსა და სომხებს შორის. ისტორიულად, იმაზე მეტი გვაკავშირებს, ვიდრე განგვასხვავებს ერთმანეთისაგან და, მგონი, დროა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები და სულელური ქიშპი მოვიშოროთ. ორივეს წაგვადგება ეს - სომხებსაც და ჩვენც.
ტიკიტოკი
19:21 03-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული