როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
"ეს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წარმატებაა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 3 ინდივიდუალური მედალი იქნა მოპოვებული. ასევე გუნდური ევროპის ჩემპიონის ტიტული იქნა მოპოვებული ურთულეს ბრძოლაში. ეს მოჭადრაკე ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 22-23 აპრილს, საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოში ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც სამი არის ოქროს მედალი.
პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა ურთულეს ბრძოლაში საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა.
"საქართველოს მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ღირსეული ადგილი უკავია", - თქვა პრემიერმა.
ipn.ge