მოხდა ის, რისიც აქამდე ყველას ძალიან გვეშინოდა - დოპინგსკანდალში საქართველოც დაასახელეს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც აქამდე ყველას ძალიან გვეშინოდა - საერთაშორისო დოპინგსკანდალში საქართველოც დაასახელეს.

ჯერ არ ვიცით, ჩვენი რომელი სპორტსმენია ევჭმიტანილი, მეტიც - სპორტის სახეობაც კი არ ვიცით, მაგრამ მთელი ამ სკანდალის მიმდინარეობის მანძილზე პირველად, ქვეყნების "შავ სიაში" საქართველოც დაასახელეს.

11 მაისს საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადის კიდევ 63 მედალოსანს აღმოუჩინეს დოპინგი სინჯებში, აქედან 15 კი ოლიმპიური ჩემპიონია. ეს სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყანას წარმოადგენენ.

მთელ ამ დოპინგ-სკანდალის ისტორიაში პირველად სწორედ აქ ახსენეს საქართველო. ჩვენს გარდა დასაახელეს რუსეთი, უზბეკეთი,
ყაზახეთი, ჩინეთი, ბელარუსი, უკრაინა, ხორვატია, ესპანეთი, გერმანია, ბახრეინი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, იამაიკა, საბერძნეთი, კუბა და ყატარი.

ეს ცნობა ოთხშაბათს, გვიან ღამით ნორვეგიული ტელევიზიის საიტმა (nrk.no) გაავრცელა, რომელიც მალევე აიტაცეს სხვებმა. მაგალითად, უზბეკურმა საიტმა kun.uz-მა მოზრდილი სტატიაც მიუძღვნა, თუმცა ეს გასაგებიცაა, რადგან მათი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოსი ფალავანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვი უკვე დაისაჯა - მას ჩამოერთა პეკინში მოპოვებული ოქრო, თუმცა თავად სპორტსმენი ამბობს, რომ დოპინგი არასოდეს მიუღია და საარბიტრაჟო სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი.

ნორვეგიული პირველწყარო არ ასახელებს სპორტსმენთა გვარებს. ეგ კი არა, ისიც არაა ცნობილი, ამა თუ იმ ქვეყნის სპორტსმენები რომელ სახეობაში არიან მხილებულნი.

სამაგიეროდ, წყარო ასახელებს სპორტის სახეობებს, სადაც ძალოსნობასა, მძლეოსნობასა და სხვებთან ერთად ჩვენთვის საყურადღებო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობაცაა შეტანილი.

საყურადღებოა, რომ ამ სიაში არაა ძიუდო და, ამდენად, ლამის შეუცდომლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ეჭვმიტანილი ათლეტიც მოჭიდავეა.

თუმცა ამ სიაში დასახელება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბრალის საბოლოოდ დამტკიცებას - ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც ალბათობა, რომ რამე გაუგებრობა იყოს და რეაბილიტაციის მინიმალური შანსი ჯერ კიდევ რჩება. უახლოეს დღეებში გაირკვევა ეჭვმიტანილთა ვინაობაც და ვიქონიოთ იმედი, რომ ამ სიაში ჩვენი სპორტსმენი არ იქნება.

გადავამოწმეთ და რამდენადაც გავარკვიეთ, ამ საქმის შესახებ საქართველოში არანაირი ცნობა არ მოსულა. არ გამოვრიცხავთ და დავიტოვოთ იმედი, რომ საქართველო ამ სიაში ძალოსან რაულ ცირეკიძის გამო მოხვდა, რომელსაც ლონდონის სინჯებში მართლაც აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება, თუმცა ეს იყო ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სპორტს პოლიტიკასთან აკავშირებენ განსაკუთრებიტ რუსების ჯავრი აქვთ
levani56
11:46 13-05-2017
0
dima, ტექნოლიგიები ვითარდება და იმის დანახვის შესაძლებლობას იძლევა, რისი აღმოჩენაც ვერ ხერხდებოდა წინათ. ყოველი შემთხვევისთვის, ესენი ასე ამბობენ. ცუდია, რომ ჩვენც ვართ სიაში.
ნათია
05:04 13-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული