ჯერ არ ვიცით, ჩვენი რომელი სპორტსმენია ევჭმიტანილი, მეტიც - სპორტის სახეობაც კი არ ვიცით, მაგრამ მთელი ამ სკანდალის მიმდინარეობის მანძილზე პირველად, ქვეყნების "შავ სიაში" საქართველოც დაასახელეს.
11 მაისს საღამოს გავრცელდა ცნობა, რომ პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადის კიდევ 63 მედალოსანს აღმოუჩინეს დოპინგი სინჯებში, აქედან 15 კი ოლიმპიური ჩემპიონია. ეს სპორტსმენები მსოფლიოს 19 ქვეყანას წარმოადგენენ.
მთელ ამ დოპინგ-სკანდალის ისტორიაში პირველად სწორედ აქ ახსენეს საქართველო. ჩვენს გარდა დასაახელეს რუსეთი, უზბეკეთი,
ეს ცნობა ოთხშაბათს, გვიან ღამით ნორვეგიული ტელევიზიის საიტმა (nrk.no) გაავრცელა, რომელიც მალევე აიტაცეს სხვებმა. მაგალითად, უზბეკურმა საიტმა kun.uz-მა მოზრდილი სტატიაც მიუძღვნა, თუმცა ეს გასაგებიცაა, რადგან მათი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოსი ფალავანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვი უკვე დაისაჯა - მას ჩამოერთა პეკინში მოპოვებული ოქრო, თუმცა თავად სპორტსმენი ამბობს, რომ დოპინგი არასოდეს მიუღია და საარბიტრაჟო სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი.
ნორვეგიული პირველწყარო არ ასახელებს სპორტსმენთა გვარებს. ეგ კი არა, ისიც არაა ცნობილი, ამა თუ იმ ქვეყნის სპორტსმენები რომელ სახეობაში არიან მხილებულნი.
სამაგიეროდ, წყარო ასახელებს სპორტის სახეობებს, სადაც ძალოსნობასა, მძლეოსნობასა და სხვებთან ერთად ჩვენთვის საყურადღებო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობაცაა შეტანილი.
საყურადღებოა, რომ ამ სიაში არაა ძიუდო და, ამდენად, ლამის შეუცდომლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ეჭვმიტანილი ათლეტიც მოჭიდავეა.
თუმცა ამ სიაში დასახელება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბრალის საბოლოოდ დამტკიცებას - ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც ალბათობა, რომ რამე გაუგებრობა იყოს და რეაბილიტაციის მინიმალური შანსი ჯერ კიდევ რჩება. უახლოეს დღეებში გაირკვევა ეჭვმიტანილთა ვინაობაც და ვიქონიოთ იმედი, რომ ამ სიაში ჩვენი სპორტსმენი არ იქნება.
გადავამოწმეთ და რამდენადაც გავარკვიეთ, ამ საქმის შესახებ საქართველოში არანაირი ცნობა არ მოსულა. არ გამოვრიცხავთ და დავიტოვოთ იმედი, რომ საქართველო ამ სიაში ძალოსან რაულ ცირეკიძის გამო მოხვდა, რომელსაც ლონდონის სინჯებში მართლაც აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება, თუმცა ეს იყო ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის წინ.