Nothing easy - ზაზა ფაჩულია ESPY-ს დაჯილდოებაზე [VIDEO+PHOTO]
ნომინაციაში "საუკეთესო სპორტსმენი (მამაკაცი)" გაიმარჯვა კალათბურთელმა რასელ უესტბრუკმა. "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა გაუსწრო ჰოკეისტ სიდნი კროსბის ("პიტსბურგი"), ბეისბოლისტს კრის ბრაიანტს ("ჩიკაგო კაბსი") და მოცურავე მაიკლ ფელპსს.
საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონი სიმონა ბაილსი. მან უკან ჩამოიტოვა ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, მოცურავე კეტი ლედეკი და კალათბურთელი კენდის პარკერი.
NBA-ის ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" ESPY-ის
NBA-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო "გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა მიიღო ESPY-ის პრიზი ნომინაციაში - "ჩემპიონატში საუკეთესო გამოსვლა".
* * *
"წლის საუკეთესო ჰოკეისტის" ნომინაციაში გაიმარჯვა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდმა სიდნი კროსბიმ. გასულ წელს, მან სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო, გარდა ამისა, კანადის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა მსოფლიოს თასზე, თან ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კროსბიმ ამ ნომინაციაში აჯობა პატრიკ კეინს ("ჩიკაგო"), ოსტონ მეტიუსს ("ტორონტო"), კონორ მაკდევიდსა ("ედმონტონი") და სერგეი ბობროვსკის ("კოლამბუსი").
* * *
23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული მოცურავე მაიკლ ფელპსი ESPY-ის პრემიის მფლობელი გახდა ნომინაციაში - "ყველაზე გამოჩენილი რეკორდი". ფელპსმა ეს პრიზი მიიღო ოლიმპიადებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობის გამო.
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან ექვს გაცურვაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ამ ნომინაციაში წარმოდგენილნი იყვნენ: კალათბურთელი დიანა ტაურაზი (WNBA-ში ყველაზე მეტი ქულა - 7494), "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი (ყველაზე მეტი სამმაგი დუბლი რეგულარულ სეზონში - 42) და ამერიკული ფეხბურთის გუნდის "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის" დამრიგებელი ბილ ბელიჩიკი (ყველაზე მეტი მოგება სუპერბოულში მთავარი მწვრთნელის რანგში - 5).
* * *
რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში უსაინ ბოლტი დასახლდა წლის საუკეთესო უცხოელ სპორტსმენად. იამაიკელმა ESPY-ის პრემიისთვის ბრძოლაში აჯობა ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს (პორტუგალია), რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონს ცურვაში კატინკა ჰოსუს (უნგრეთი), UFC-ის მოქმედ ჩემპიონს კონორ მაკდევიდსა (ირლანდია) და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს საულ ალვარესს (მექსიკა).
დაბოლოს, საუკეთესო ჩოგბურთელები გახდნენ როჯერ ფედერერი (შვეიცარია) და სერენა უილიამსი (აშშ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"