ლეო მესის ძმა მატიასი ავტოავარიაში მოყვა

AutoSharing Option
გუშინ დილით არგენტინის ქალაქ როსარიოს მახლობლად ტრასაზე "აუდის" მარკის ავტომობილი, რომელსაც "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის უფროსი ძმა, 35 წლის მატიასი მართავდა, სატვირთო მანქანას უკნიდან დაეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაიმტვრა.

საბედნიეროდ მატიასს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, მისი ავტომობილი კი გვარიანად დაიმტვრა. უვნებელი გადარჩა სატვირთო მანქანის მძღოლიც, რომლის ავტოს უკანა მარცხენა საბურავები მოძვრა.

პოლიციის კომისარმა მაურო ხაიმემ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი ის გახლდათ, რომ დილით იწვიმა და მატიასმა სველ გზაზე საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნელა უნდა იარო ბიჭი,თორემ საქართველოში სიჩქარის გადაჭარბების გამო ყოველდღე 5 ადამიანი იღუპება..
status quo
13:24 27-08-2017
1

სიახლეები პოპულარული