ლაშა ლომიძე და ანა შელია დაინიშნენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი ლაშა ლომიძე და ქართველი მოდელი ანა შელია დაინიშნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი OK ავრცელებს.

წყვილი 2 წელზე მეტია ერთადაა და მათი ურთიერთობა ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა.

Sportall.Ge

18 წლის ანა შელია თაკო ჩხეიძის სააგენტოს, Geomodels-ის მოდელია და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელია. ის გასულ წელს პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის ჩვენებაში.

ანა ცნობილი ფეხბურთელის, მურთაზ შელიას შვილია.


25 წლის ლაშა ლომიძე "ბორჯღალოსანია" - ის
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მე-8 ნომერია და ინგლისური რაგბის კლუბის, London Irish-ის მორაგბეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფალმა გახაროთ და გამრავლოთ....
გიორგი777
20:05 01-12-2017
0
ფერი ფერსაო,მადლი ღმერთსაო.გილოცავთ!გამრავლდით და გაიხარეთ ერთმანეთის სიყვარულით.მთელი ცხოვრება ბედნიერებას გისურვებთ.
სოსო
11:46 01-12-2017
0

სიახლეები პოპულარული