შეგახსენებთ, რომ იტალიელს ტრავმა ჰქონდა, რის გამოც თითქმის ორი თვეა არ უთამაშია, მაგრამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შესაძლოა, უახლოეს მატჩშიც ვიხილოთ.
მანამდე კი ბუფონი უსაქმოდ არ იყო და მავრიტიუსის კუნძულებზე საცოლესთან, ილარი დიამიკოსთან ერთად ისვენებდა, რაც პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ და წყვილის ფოტოები უმალვე TheSun-ის ვებგვერდზე მოხვდა.
ბუფონს, რომლის შემცვლელად ვოიცეხ შჩესნის ამზადებენ, კვირას, 28 იანვარს 40 წელი უსრულდება, ხოლო ილარი 44 წლისაა.