ჯანლუიჯი ბუფონმა ტრავმიანობის პერიოდში კარგად დაისვენა [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ორთვიანი უქმობის პერიოდში კარგად დაისვენა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელს ტრავმა ჰქონდა, რის გამოც თითქმის ორი თვეა არ უთამაშია, მაგრამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შესაძლოა, უახლოეს მატჩშიც ვიხილოთ.

მანამდე კი ბუფონი უსაქმოდ არ იყო და მავრიტიუსის კუნძულებზე საცოლესთან, ილარი დიამიკოსთან ერთად ისვენებდა, რაც პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ და წყვილის ფოტოები უმალვე TheSun-ის ვებგვერდზე მოხვდა.

ბუფონს, რომლის შემცვლელად ვოიცეხ შჩესნის ამზადებენ, კვირას, 28 იანვარს 40 წელი უსრულდება, ხოლო ილარი 44 წლისაა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცი აშკარად აღზნებულია და ესენი სურათს უღებენ>
nata
09:56 27-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული