მიზეზი, რის გამოც პენანტი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბიდან გააგდეს [PHOTO]

AutoSharing Option
ინგლისის მეშვიდე დივიზიონის კლუბმა "ბილერიკი თაუნმა" "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველის, ჯერმეინ პენანტის წასვლის შესახებ გამოაცხადა. კლუბში ფეხბურთელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვეს.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ამის მიზეზი სექს-სკანდალი ყოფილა, რომელშიც პენანტი თავის მეუღლესთან, ელის გუდვინთან ერთად გაეხვა. წყვილი ინტიმურ ონლაინშეხვედრას აწარმოებდა, რაშიც მნახველები 6 ფუნტს იხდიდნენ.

საინტერესოა, რომ პენანტი სახეს მალავდა და მისი თავი ტატუმ გასცა, რომელიც ხელზე აქვს.

როგორც ჩანს, ერთ დროს პერსპექტიულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯერმეინ პენანტმა ვერა და ვერ მოახერხა ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალის დატოვება.

მისი მეუღლე ელის გუდვინი კი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. სამოდელო ბიზნესში ლამაზმანმა კარიერა 2008 წელს დაიწყო. ელისმა სახელი არა მარტო თამამი ფოტოსესიებით, არამედ კრიშტიანო რონალდოსთან რომანითაც გაითქვა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული