როგორ შევიმსუბუქოთ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი

AutoSharing Option
  • რა ხდება ორგანიზმში ტრავმის დროს
ნებისმიერი ტრავმა ორგანიზმის ძვლოვანი თუ რბილი ქსოვილების მთლიანობის დარღვევას გულისხმობს. კერძოდ, ძვლოვანი ქსოვილის მთლიანობა მოტეხილობების დროს ირღვევა, ხოლო რბილი ქსოვილები - დაჭიმულობის, ნაღრძობის, სისხლჩაქცევების, კუნთის გაგლეჯის დროს ზიანდება.

ხშირად ტრავმის დროს ტკივილი იმდენად მწვავეა, რომ თუ დროულად არ მოხდა ტკივილის გაყუჩება, ადამიანი შეიძლება შოკში ჩავარდეს.

მაგრამ ვისაც ტრავმა გამოუცდია, იცის, რომ ამ მწვავე ტკივილზე არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს რეაბილიტაციის პერიოდში არსებული ტკივილები, რომელთა გამოც პაციენტები იძულებულნი არიან, თვეობით მიიღონ ტკივილგამაყუჩებლები. მაინც რა ხდება ამ პერიოდში ორგანიზმში? რატომ
გრძელდება ასე ხანგრძლივად ტკივილები?

ყველა ტრავმულ დაზიანებას თან ახლავს ქსოვილებში შეშუპებისა და ანთების განვითარება, როგორც აღვნიშნეთ, ირღვევა ქსოვილთა მთლიანობა.

იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, რატომ ხანგრძლივდება ტკივილი, მარტივ მაგალითს მოვიყვანთ: როდესაც ხელს გავიჭრით, ჭრილობის შეხორცების შემდეგ მის ადგილას ვითარდება ნაიარევი - თითქოს ჭრილობამ პირი შეიკრა, ქსოვილები აღდგა, მაგრამ ვხედავთ, რომ პირვანდელი სახე ვერ დაიბრუნა. ეს იმიტომ, რომ დაზიანებული ქსოვილების ადგილას ორგანიზმი ავითარებს ე.წ. შემაერთებელ, ანუ ნაწიბუროვან ქსოვილს. ასეთი ქსოვილი ყველგან ვითარდება, სადაც კი რაიმე დეფექტია. იგივე ხდება ტრავმის კერაშიც - აქ განვითარებული შემაერთებელი ქსოვილი - უხეში ნაწიბური - ნერვული დაბოლოებების დამატებით გაღიზიანებას იწვევს.

სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი, რომ უშუალოდ ტრავმის კერაში მივეშველოთ ორგანიზმს ისეთი საშუალებით, რომელიც დაშლიდა იქ არსებულ "ნაწიბუროვან წარმონაქმნებს".

ასეთი საშუალება თავად ბუნებამ გვაჩუქა და შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ეს არის სერაპეპტაზა - პრეპარატი, რომელიც აბრეშუმის ჭიის ნაწლავში არსებული ფერმენტისგან მზადდება. სწორედ ამ ფერმენტის დახმარებით არღვევს აბრეშუმის ჭია პეპლად გადაქცევისას აბრეშუმის პარკის მთლიანობას და გამოფრინდება ხოლმე. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს ფერმენტი - სერაპეპტიდაზა - ბოჭკოვან სტრუქტურას "ადნობს".

ანალოგიურად მოქმედებს იგი ანთებისა და ტრავმის კერაში:

ააქტიურებს ფიბრინის დეპოზიტების ალაგების პროცესს ანთების კერიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტებისა და მკვდარი ქსოვილების დაშლას; აუმჯობესებს შეშუპების გაწოვას; ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის განვლადობის აღდგენას. ზოგადად კი აქვს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო აქტივობა, იგი სწრაფად მოქმედებს ტრავმის ლოკალურ კერაში.

პერორალური მიღებისას პრეპარატში შემავალი ფერმენტის შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში, შემდეგ გადადის სისხლში და სისხლის გზით კონცენტრირდება პათოლოგიური პროცესის კერაში.

პრეპარატს აგრეთვე ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. გარდა ამისა, სერაპეპტაზის მიღებისას იზრდება ანტიმიკრობული საშუალების ეფექტურობა და, თან, მცირდება მიკროორგანიზმების მდგრადობა მათ მიმართ.

ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესი რომ უფრო გაგიადვილდეთ და მოკლე დროში შეძლოთ დაიბრუნოთ ჩვეული ფორმა, უნდა მიიღოთ სერაპეპტაზა, რომელიც არა მხოლოდ გააყუჩებს ტკივილს, არამედ ტკივილის გამომწვევ მიზეზებსაც შეამსუბუქებს.

სერაპეპტაზა გამოდის კაფსულების სახით. უნდა მიიღოთ 1 კაფსულა ერთხელ დღეში უზმოზე. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული