რონალდოს ადვოკატი: გაუპატიურების საქმის დოკუმენტები შეთითხნილია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს ადვოკატმა პიტერ კრისტიანსენმა განაცხადა, რომ საქმის ყველა დოკუმენტი მისი კლიენტის მიერ კეტრინ მაიორგას გაუპატიურების შესახებ შეთითხნილია.

"დოკუმენტები, სადაც წერია, რომ რონალდომ გაუპატიურება აღიარა, გამოგონილია. ამ საქმის ყველა დოკუმენტი შეთითხნილია. ეს დაგეგმილი აქციაა ჩემი კლიენტის წინააღმდეგ. ის მოპარული ციფრული დოკუმენტების საფუძველზე ააგეს.

2015 წელს ბევრ იურიდიულ ფირმას დაესხნენ და კიბერდამნაშავეებმა მათი ელექტრონული მონაცემები მოიპარეს. ჰაკერი ცდილობა გაეყიდა ეს დოკუმენტები, ხოლო მედიამ უპასუხისმგებლოდ გამოაქვეყნა მოპარული დოკუმენტები, რომლებიც ნაწილობრივ იყო შეცვლილი ან ბოლომდე შეთითხნილი.

მინდა განვაცხადო, რომ რაც
მოხდა 2009 წელს ლას-ვეგასში ჩემს კლიენტსა და მაიორგას შორის, იყო ორმხრივი თანხმობის საფუძველზე", - ციტირებს კრისტიანსენს The Independent-ი.

altლას-ვეგასის პოლიცია კრიშტიანო რონალდოს დაკითხვაზე გამოძახებას გეგმავს

alt"მას მოეწონა გაუპატიურება და 20 წლის შემდეგ გაახსენდა, რადგან ეს რონალდოა"

altკიდევ სამმა გოგონამ დაადანაშაულა რონალდო გაუპატიურებაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული