რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა

AutoSharing Option
ჩვენი გონება ძირითადად რუტინული აზრებითაა დაკავებული. ძალიან იშვიათად ვცდილობთ საგნებს უჩვეულო, სხვა რაკურსით შევხედოთ და ესა თუ ის ფაქტი, კრეატიულად გავაანალიზოთ.

შედეგად, ჩვენი გონება "ზარმაცდება" და მძაფრი შეგრძნებებითაც იშვიათად გვასაჩუქრებს.
მოდით, ცოტა გავერთოთ და ფანტაზიას გასაქანი მივცეთ. წარმოგიდგენთ სახალისო სტატისტიკას.

1. რამდენ ადამიანს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით?

Sportall.Ge

როგორც იცით, სუმოისტების წონა მათი კუნთის მასაზეა დამოკიდებული. სუმოისტის წონა 181 კილოგრამიდან 272 კილოგრამამდე უნდა იყოს, რისთვისაც მათ კვების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა უწევთ.

სუმოისტმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 20 000 კალორია. ჩვეულებრივი კაცის
ნორმა, დღეში 2 500 კალორიაა. გამოდის, რომ სუმოისტები ნორმაზე ათჯერ მეტ კალორიას იღებენ.

ჰაკუჰოს დღის რაციონი:

  • 10 ჯამი ბრინჯი
  • ჩაშუშული თევზი
  • ბოსტნეული
  • ხორცი
  • ტოფუ (სოიოს ხაჭო)
  • ზღვის პროდუქტები
  • ლუდი - 3 ლიტრი

საკვების ეს რაოდენობა 10 კაცს დაანაყრებს.

2. რამდენ კილოგრამ პროდუქტს მოგიტანდა "სთრონგმენი", Momitane.ge-ს კურიერი რომ იყოს

Sportall.Ge

ერთ "სთრონგმენს" დაახლოებით 374 კგ-ის აწევა შეუძლია. 2018 წლის ყველაზე ძლიერი მამაკაცი ფილიპინელი მსახიობი ჰაფლორ იულიუს ბერენსონია, რომელიც სერიალ "სამეფო კარის თამაშებში" ანსახიერებს პერსონაჟს - "მთა". ის პირველია, ვინც გაიმარჯვა კონკურსებში "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი", "ევროპაში ყველაზე ძლიერი" და "არნოლდ სთრონგმენ კლასიკი" - ერთ წელიწადში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი პოლიეთილენის პარკი 5-6 კგ პროდუქტს უძლებს, ბერენსონი ერთ მოტანაზე 62 პროდუქტებით სავსე პარკს მოგიტანდათ.

3. რამდენ ხანში მოგიტანდათ შეკვეთას უსაინ ბოლტი Momitane.ge-ს კურიერი რომ იყოს?

Sportall.Ge

წარმოიდგინეთ, საცობებით გადაჭედილ ქალაქში, პიკის საათში რომ ელოდებით შეკვეთას. ან საყიდლებზე ხართ წასასვლელი. ასეთ დროს ალბათ ნებისმიერი იოცნებებდა, საკუთარი უსაინ ბოლტი ჰყოლოდა.

იამაიკელი სპრინტერი, მიმდინარე მსოფლიო რეკორდსმენი Momitane.ge-ს კურიერი რომ ყოფილიყო, ერთ კილომეტრს 97 წამში გაირბენდა. 5 კმ მანძილს 8 წუთში დაფარავდა. თუმცა, ისიც ადამიანია და შეიძლება დაიღალოს. ამიტომ, 2 წთ დავუმატოთ.

გამოდის, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში, "ელვისებური ბოლტი" შეკვეთას 10 წუთში მოგიტანდათ.

მართალია ბოლტის სისწრაფით ვერა, მაგრამ ერთი საათის ინტერვალში ონლაინ მაღაზია Momitane.ge-ზე შეძენილ ნებისმიერ პროდუქციას კურიერები სასურველ ადგილას მოგაწვდიან.

თან ადგილზე მოტანის ღირებულება მხოლოდ ორი ლარია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
vaja ბოლტი 100 მეტრს გარბის 9,7 წამში! ნუ 1000 მეტრს 97 წამში რამდენად გაირბენდა ეგ საკითხავ/საკამათოა რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან სახალისო სტატიაა, ავტორს ვაპატიოთ თეორიული დაშვებები.. თან ვაღიაროთ რომ საკმაოდ პოზიტიური და იუმორით გაჯერებული სტატია-რეკლამა დაუწერია. რას ვერჩით?! :)
ლევან
23 დეკემბერი 2018 01:21
0
1000 მეტრი 97 წამში რას წერთ გაიაზრეთ მაინც
vaja
22 დეკემბერი 2018 19:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული