Sportall.ge-ს მკითხველმა 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი აირჩია

AutoSharing Option
ლაშა ტალახაძე Sportall.ge-ს მკითხველთა ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია.

გამოკითხვა Sportall.ge-ზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მკითხველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის შეეძლო.

სულ გამოკითხვაში 1635 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 765 ხმა ძალოსან ლაშა ტალახაძეს ერგო და ის ჩვენი მკითხველის რჩეული გახდა.

მეორე ადგილზე 24 პროცენტით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ქართველ სუმოისტს ტოჩინოშინს იგივე ლევან გორგაძეს ერგო.

მკითხველის ექვსეული კი ასე გამოიყურება:

1. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - 765 (47%)
2. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - 388 (24%)
3. ტოჩინოშინი (სუმო) - 150 (9%)
4. გურამ თუშიშვილი (ძიუდო) - 132 (8%)
5. ზაზა ნადირაძე (ნიჩბოსნობა) - 105 (6%)
6. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 95 (6%)

იხილეთ გამოკითხვის ბმული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული