რა ასაკში და როგორ ამოხნა ლაშა ტალახაძემ თოვლის ბაბუის საიდუმლო

AutoSharing Option
წინასაახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია და თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად, განსაკუთრებული ემოციით ელოდება ახალი წლის დადგომას.

როგორც გასული წელი, წლევანდელი წელიც ქართველი ძალოსანისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს შვიდგზის რეკორდსმენია და იგი წელსაც წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

სჯეროდა თუ არა მსოფლიოს უძლეველ სპორტსმენს თოვლის ბაბუის ამის შესახებ, ლაშას დედა, ქალბატონი ჟანა თოდაძე გვესაუბრება:

- ისევე, როგორც ყველა ბავშვს, ლაშასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ახალი წლის და მით უფრო, თოვლის ბაბუის მიმართ. ჯერ კიდევ ბაღის ასაკში იყო, რომ
ვერ ვატყუებდით, ვერ ვაჯერებდით, რომ ნამდვილად თოვლის ბაბუას მოჰქონდა მისთვის სასურველი საჩუქრები, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი სიხარულით ელოდებოდა. თოვლის ბაბუად შეეძლო დედაც ჩაეთვალა და მამაც.

- რა იყო მიზეზი იმის, რომ ეჭვის თვალით უყურებდა თოვლის ბაბუს?
- ერთხელ ნახა საჩუქრების ყუთი, რამდენიმე დღით ადრე და თვითონ არ გაგვიმხილა, მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრები ყუთში არ ელაგა. ჩვენ 12 საათისთვის გარეთ გავდიოდით ფეიერვერკების სანახავად, ამ დროს ვაღვიძებდი ბავშვებს და როცა ოთახში შევდიოდით, ოჯახის ყველა წევრს ხვდებოდა თავისი საჩუქარი ნაძვის ხესთან. მართალია, ის სასაჩუქრე ყუთი, რომელიც ლაშამ ნახა, მას არ ეკუთვნოდა, მაინც დაეჭვდა... და მესამე დღეს მითხრა, დედიკო, ის ყუთი მე რომ ვნახე, თქვენ დადეთ, მატყუებთ, თუ თოვლის ბაბუას მოაქვსო? ორჯერ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენთან რაიონში საჩხერეში გამოგვეძახა "სანტაკლაუსები" და მათ მოეტანათ ბავშვებისთვის საჩუქრები.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ mshoblebi.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდ შეცდომას უშვებ პოლიტიკური პარტიის სახე რომ ხარ!
კოლა
10:32 28-12-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული