"ინტერს" მილანური დერბისთვის სპეციალური ფორმა გაუკეთეს, რომელიც განსაკუთრებულმა მოდელმა წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
მილანის მოდის კვირეულზე "ინტერის" განსაკუთრებული მაისურის ჩვენება გაიმართა, რომელსაც Nike მილანის კლუბთან მუშაობის 20 წლის აღსანიშნავად უშვებს.

ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთის კლუბის განსაკუთრებული მაისური ასევე განსაკუთრებულმა 24 წლის კანადელმა მოდელმა ვინი ჰარლოუმ წარმოადგინა, რომელსაც ვიტილიგოს დაავადება აქვს.

ამ დაავადების დროს ადამიანის კანზე პიგმენტები ქრება და თეთრი ფერის ლაქები ჩნდება. დაავადების გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები ამ დრომდე უცნობია.

Sportall.Ge

ჰარლოუ მილანში ჩასვლისას "ინტერის" მაისურში იყო გამოწყობილი, შემდეგ კი ამ მაისურით პოდიუმზე Byblos-ის ჩვენების დროს გამოვიდა. Byblos იტალიური ბრენდია, რომელმაც სტარტი
70-ში აიღო.

"ინტერის" განსაკუთრებული მაისური იმ მაისურების ელემენტებისგან შედგება, რომელშიც მილანელები უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

Nike-მა რამდენიმე ელემენტისგან შემდგარი მსგავსი მაისური ნოემბერში საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთვისაც" შექმნა. სამწუხაროდ, კატალონიელებმა ახალი მაისურით ვერ ითამაშეს, თუმცა, როგორც ჩანს, "ინტერი" ითამაშებს - თანაც გამორჩეულ მატჩს.

სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერის" ფეხბურთელები Nike-ის მიერ შეკერილ ფორმას 17 მარტს, "მილანთან" დაპირისპირებისას ჩაიცვამენ.

ჰარლოუს სკოლაში დასცინოდნენ, ახლა კი ის Sports Illustrated-ის მოდელია
დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი სკოლის პერიოდში თავისი გარეგნობის გამო დაცინვის მსხვერპლი იყო. კანზე გაჩენილი ლაქების გამო კანადელ მოდელს ბავშვობაში ხშირად "ზებრასაც" ადარებდნენ. ჰარლოუსთვის ბულინგი იმდენად რთული ასატანი გახდა, რომ ამ მიზეზით მან სწავლას თავი დაანება.

Sportall.Ge

"ბევრი ბავშვი, რომლებსაც ვიტილიგოს მსგავსი დარღვევა აქვს, ხშირად აწყდება დაცინვის საშინელ ფაქტებს", - ამბობს მოდელი.

ვინი ჰარლოუ მოდელის ფსევდონიმია - მისი ნამდვილი სახელი შანტელ ბრაუნ-იანგია. კანადელმა ჟურნალისტმა შენონ ბუდრემ ის 16 წლის ასაკში ვიდეოში, სახელწოდებით Natural Me გადაიღო. კლიპი საკუთარი თავისა და გარეგნობის მიმღებლობას ეძღვნებოდა. მოგვიანებით, ბუდრემ ჰერლოუს შოუში "ტოპ-მოდელი ამერიკულად" მონაწილეობის მიღების იდეა მიაწოდა.

"გადაღების შემდეგ შენონმა დამირეკა და მითხრა, რომ მე სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა უნდა გამეგრძელებინა, რომ კამერას ვუყვარვარ. მას გულწრფელად არ სჯეროდა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი გადაღება იყო", - იხსენებს ვინი ჰარლოუ.

ვიდეოკლიპი Natural Me მოდელისთვის ნამდვილ სავიზიტო ბარათად იქცა, რადგან სწორედ ამ კლიპის ნახვის შემდეგ წამყვანმა ტაირა ბენკსმა ის შოუში "ტოპ-მოდელი ამერიკულად" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ვინიმ მაშინ მეექვსე ადგილის დაკავება შეძლო, თუმცა ამ შოუს წყალობით პოპულარობა მოიპოვა და ესპანური ბრენდის, Desigual-ის სახე გახდა.

გასული წლის შემოდგომაზე მოდელმა Victoria’s Secret-თან გააფორმა კონტრაქტი.

Sportall.Ge

2019 წელს კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჟურნალში, Sports Illustrated Swimsuite Issue-ში ჰარლოუს დებიუტი შედგება, რაც იმის ნიშანია, რომ ის პლანეტის ერთ-ერთი ტოპ-მოდელია.

"მოდელის კარიერაში არის ისეთი საკვანძო მომენტები, რომლებიც ცხადს ხდიან, რომ თქვენ მართლა მიაღწიეთ წარმატებას. ერთ-ერთი მსგავსი მომენტია ჩემი დებიუტი SI Swim-ში. ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის არა როგორც მოდელისთვის, არამედ როგორც მუქკანიანი ქალისთვის, რომელსაც ვიტილიგოს დაავადება აქვს", - ამბობს ვინი ჰარლოუ.

"მე მჯერა, რომ სილამაზე მაყურებლის თვალებშია. ყოველთვის ვიტყვი, რომ ყველა უნდა კონცენტრირდეს საკუთარ მოსაზრებაზე და არა სხვების შეხედულებებზე" - განმარტავს მოდელი.

Sportall.Ge

უნდა ითქვას, რომ ჰარლოუსა და სპორტის გადაკვეთის წერტილი მხოლოდ "ინტერის" მაისური არ არის. მოდელი ბრიტანელ ავტომრბოლელ ლუის ჰემილტონთან მეგობრობს და მის ბრენდ Tommy Hilfiger-თან კოლაბორაციისთვის გადაღებებშიც მონაწილეობდა. გასულ ზაფხულს კი ის კანადის გრან-პრიზე მოხვდა, სადაც მას ფინიშის ხაზთან დროშის აფრიალება მიანდეს, თუმცა მოდელს ეს მომენტი არცთუ ისე სასიამოვნოდ ახსენდება, რადგან მან დროშა ერთი წრით ადრე აიქნია და ამის გამო ბოდიშის მოხდაც კი დასჭირდა, რადგან შეცდომის გამო საჭირო გახდა, რბოლის შედეგები 68-ე წრის შემდეგ შეეჯამებინათ 70-ე წრის ნაცვლად.

უხერხული მდგომარეობა რბოლის დირექციასა და იმ ადამიანს შორის წარმოშობილმა გაუგებრობამ გამოიწვია, რომელიც რბოლის სტარტსა და ფინიშს აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომაზე პასუხისმგებელი ვინი ჰარლოუ სულაც არ იყო, სოციალურ ქსელებში თავდასხმის სამიზნე სწორედ ის აღმოჩნდა.

"ეს მე არ ვიყავი! როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ერთი წრით ადრე აიქნიო დროშა. მოხარული ვარ, რომ არავინ დაზარალდა" - დაწერა მაშინ ჰარლოუმ.

ის ფორმულა-1-ის სპორტულმა დირექტორმა როს ბრაუნმაც დაიცვა და განმარტა, რომ მომხდარი ჰარლოუს მიზეზით არ იყო გამოწვეული, რადგან მან დროშა დროზე ადრე მხოლოდ იმის გამო აიქნია, რომ მას ასე ორგანიზატორებმა უთხრეს.

"ვწუხვარ, რომ მას ასე ეჩხუბებიან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა-1-ის რბოლის დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა განმარტა, რომ პრობლემა ორგანიზატორებს შორის წარმოშობილმა გაუგებრობამ გამოიწვია. ვინიმ უბრალოდ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მას სთხოვეს. მინდა, ბოდიში მოვიხადო იმ ტკივილისთვის, რომელიც მას მიაყენეს და მადლობა გადავუხადო ფორმულა 1-ის მხარდაჭერისთვის" - განაცხადა როს ბრაუნმა.

Sportall.Ge

ავტორი: სალომე აბულაშვილი
მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ობიექტური თვალსაზრისით, ყოველგვარი განსხვავებულობა ლიბერალური ფასეულობები, შავკანიანი რახანაა ყველაფერი უნდა შეტენო და ა.შ რო დავიკიდოთ ვაფშე არაა ლამაზი, ოდნავადაც კი :)) რავი მე მაგალითად ვერ ავიტანდი ამის ფერებს, რო ვუყურებ ვღიზიანდები ;დ
16
ულამაზესია..
ქუთაისელი
12:32 26-02-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული