მადრიდის "რეალის" ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც მარტის დასაწყისში ტრავმა მიიღო და "სამეფო კლუბს" მაისის დასაწყისამდე ვერ დაეხმარება, უკვე ორი თვეა, ბრაზილიელ მოდელს, მარია მაზალის ხვდება.
მარია 23 წლისაა. სამშობლოში სახელი მან ცნობილ ტელეშოუში მონაწილეობით გაითქვა, რომელშიც მონაწილეები ყოფილ შეყვარებულებთან ერთად დასასვენებლად მიდიან.
მარია მაზალის, რომელიც 18 წლის ბრაზილიელს ტრავმის მოშუშების პერიოდში გვერდიდან არ სცილდება, "ინსტაგრამზე" 460 ათასი გამომწერი ჰყავს.