"მარსელის" მცველი ადილ რამი ამერიკელ მსახიობ პამელა ანდერსონს დაშორდა.
"რთულია, ამას შეეგუო. ჩემი ცხოვრების ორ წელზე მეტი სიცრუეში მიცხოვრია. მატყუებდნენ, მაიძულებდნენ, დამეჯერა, რომ "დიდი სიყვარული" გვქონდა.
შოკში ვიყავი ბოლო ორი დღე, როცა გავიგე, რომ ის ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. ის თანაგუნდელებზე ხუმრობდა, რომლებსაც ცოლებისგან მალულად სხვა ბინები ჰქონდათ და მათ მონსტრებს ეძახდა.
მაგრამ ეს უარესია. ის ყველას ატყუებდა. როგორ არის შესაძლებელი ორი ქალის გული და გონება მართო? დარწმუნებული ვარ, სხვებიც იქნებოდნენ. ის მონსტრია. როგორ შემეძლო სხვებს დავხმარებოდი და საკუთარ თავს ვერ
დავეხმარე", - დაწერა პამელამ "ინსტაგრამზე".
გასული წლის სექტემბერში წყვილმა უკვე მოასწრო დაშორება, თუმცა შემდეგ შერიგდა. ეს მათი მეორე დაშორებაა.