ვაკო ყაზაიშვილი ცოლის ძმის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მისი ცოლის ძმის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უკვე მესამედ გახდა უკანონო დაკავების მსხვერპლი.

"წინა ორ შემთხვევაში ის გამართლდა და გათავისუფლდა, ამჯერად კიდევ ერთხელ მოხდა მისი დაკავება აბსურდული მიზეზით. საუბარია კვლავ იარაღის უკანონო ტარებაზე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება სხვადასხვა გარემოების გამო. მსგავსი გამოხმაურებები ჩემი მხრიდან ნამდვილად უჩვეულოა, თუმცა იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ამ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება და უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება", - აღნიშნა ვაკო ყაზაიშვილმა.

მისი მეუღლის, გვანცა ნიშნიანიძის ვიდეომიმართვაში კი ნათქვამია, რომ მის
ძმას არაერთხელ დაემუქრნენ იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებით. ერთხელ, მსგავსი ბრალდებით დაკავებისას კი ის გამართლდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: Reitingi.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ რას აკეთებს ამისთანას სულ თვალში რომ ეჩხირება შსს-ს?
!!!!!
15:29 20-08-2019
1
და რა ვქნათ ეხლა ავტეხოთ ამბები ვაკოს ცოლის ძმა როგორ დაიჭირეს რა მოხვდა მასე იჭერენ ძაან ბევრს უკვე წლებია ჩვენს ნათესავებში მაგრამ ტელევიზიებში დავრბივართ და ისეც გულგატეხილ მოქალაქეებს უხეთქავთ გულს?.? განცხადებას აკეთებ და იცინიხარ რა გაცინებს თუ გული შეგტკივა? მაგათ ვისზე გაქ საუბარი წადი სასამართლოში და იდავე. ქვეყანა თუ გიყვარს თქვენი შემოსავლის 20 % გადაიხადეთ საშემოსავლოში როგორც ჩვენ ვიტანჯებით ამ ქვეყნის შვილები.
ფეხბურთის სიყვარული
15:38 20-08-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული