ალიშა ბარაგანი შერეული ორთაბრძოლების კომპანიის, Combate Americas-ის ოფიციალური ელჩია.
ბარაგანი პროფესიონალი მოდელია და "ინსტაგრამზე" 70 ათასი გამომწერი ჰყავს.
ლამაზმანი 10 წლიდან მღერის, ხოლო თავისი სამოდელო კარიერა რეკლამის ბიზნესში, Bud Light-ის კომპანიაში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ის გახდა პირველი რინგის ქალი, რომელმაც Combate Americas-თან კონტრაქტი გააფორმა. გარდა ამისა, ალიშა სხვადასხვა სერიალშიც მონაწილეობდა.