
სტეფანი ენ კუკი ამერიკელი მოდელი და მსახიობია. გარდა ამისა, კუკი პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის რინგის გოგონაა.
სტეფანი არაერთი ცნობილი მოკრივის ბრძოლას შეესწრო. ერთ-ერთი უკრაინელი ვასილი მოაჩენკოს ბოლო შეხვედრა იყო, სადაც ბრიტანელ ენტონი კროლას დაუპირისპირდა და მეოთხე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
სტეფანი მამის გარეშე იზრდებოდა - ის ციხეში იჯდა. კუკმა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში გადაწყვიტა, ცნობილი მოდელი გამხდარიყო, თუმცა მიზანს მხოლოდ მაშინ მიაღწია, როცა ლას-ვეგასში გადავიდა.
წარმატება ლამაზმანს 20 წლის ასაკში ეწვია. თავიდან ის MMA-ს ოქტაგონის გოგონა იყო, შემდეგ კი კრივში
გადაინაცვლა.